დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი - ფორუმი
შაბათი, 01.11.2014, 14:29
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:42 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .

მიმაგრება: 1435351.jpg(120Kb) · 9075593.jpg(57Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:49 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის რაიონისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას .
მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII-XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ . წ . I _ ახ . წ . II – ის კოლხური ოქროს მონეტა, იუსტინიანე I- ის (527-565) მონეტა .

მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII – XVII საუკუნეების ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.

აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები: მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII საუკუნის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა .
უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX საუკუნეებისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ–ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმინდა გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI საუკუნე|XVI); ხატი წმინდა გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.

ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ . 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში .

ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით .

კუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან - დარეჯანი.

მიმაგრება: 8373599.jpg(14Kb) · 8057760.jpg(43Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:52 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI_XIX საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ–გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის, თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა.
განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს სამხედრო არქივი _ რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია, მასალები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIX საუკუნის დასაწყისი , რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ - ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად.
მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური, იაპონური, ფრანგული, რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები; ბროლის, ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი სერვიზი, ლარნაკები, ვაზები, ალბომი ოქროს ცურვილიანი ყდით, ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები - ვერცხლის ქამრები, ხმლები .

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ–კულტურული ძეგლები - სურათები და წიგნები, რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია, ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები .

პრინცი აშილ მიურატი ნაპოლეონის ცნობილი მხედართმთავრისა და სიძის ( მისი დის, კაროლინ ბონაპარტის მეუღლის ), ნეაპოლის მეფის, მარშალ იოაჰიმის შვილიშვილი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე. საფრანგეთში მონარქიის გაუქმების (1879) შემდეგ აშილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიქვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა .
მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი « დოქტორი ფ. ანტომარკი », მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები « ლ. რიშარი და კენელი » და ჩამოსხმის ადგილი « პარიზი ». წინ ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია : « ნაპოლეონი _ იმპერატორი და მეფე », აგრეთვე » ფ . ანტომარკი » და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი «1833».

მიმაგრება: 8311675.jpg(48Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:01 | შეტყობინება # 4
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
სალხინოს კულტურული ძეგლები

ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ისტორიამ სალხინოს ისტორიულ ნაგებობათა ანსამბლში დაგვიტოვა, ეს მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დადიან-მთავართა სამთავრო კარის სამნავიანი ეკლესიის შენობაა. იგი დღევანდელი სასახლიდან დაშორებულია 50 მეტრით. წინაფასადით მიმართულია დასავლეთისაკენ. აგებულია ქვიტკირისაგან 1782 წელს. სიგრძეა 15 მეტრი, სიგანე 11 მ. უგუმბათოა, მაგრამ ლამაზია. ძველი მხატვრობა არაა შემორჩენილი წინა მხარეს, მთავარი კასრის თავზე არის ბარელიეფურად ამოკვეთილი ჯვარი, რომელიც შესანიშნავი ჩუქურთმითაა შემოსილი .ლამაზია კარისა და ფანჯრის არშიათა მორთულობა. შიდა მხარეს შემოსასვლელიდან 3 მეტრის დაშორებით სამლოცველოს წინ,ბოლო პერიოდამდე იყო მთავრისა და მეუღლლის ქვის სავარძლები. ცნობილი მკვლევარი ი. მეუნარგია წიგნში ,,სამეგრელო დავით დადიანის დროს,, წერს: ,,ეკლესიას გარედან სპონდიოს ქვა აქვს შემოვლებული, ეს ქვა როგორც მითხრეს აბაშის წყალ-ვარდნიდან არის მოტანილი,,

დადიან-მიურატების დროს სალხინოს დღევანდელ ტერიტორიაზე ოთხი ეკლესია მოქმედებდა: წაჩხურუს, მისარონის, თეისრონისა და დადიან- მთავრისა. მათი ჭერი და კედლები ფრესკებით იყო მოხატული და ხატებით მოჭედილი. ეკლესიებში ინახებოდა დიდი ხელოვნებით სესრულებული და გაფორმებული ხატები. თაიელი ნიკოლოზ თოდუას გადმოცემით იყო თურმე მაღალი ოსტატობით გაფორმებული, ოქროს ჩარჩოში ჩასმული მცირე ზომის ღვთისმშობლის მარიამის სამაგიდო ხატი, რომელიც შემდგომ გადაუციათ დადიან-მთავართა სალხინოს ეკლესიისთვის ვარაუდობენ, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ სხვა რელიქვიურ ნივთებთან ერთად აღნიშნული ხატი 1857 წელს საჩუქრად მიართვა კავკასიის მეფისნაცვალს , რათა მას გაეწია იმპერატორის წინაშე შუამდგომლობა, რომ იგი ოჯახით პეტერბუგში არ გაესახლებინათ.
მიმაგრება: 1922274.jpg(63Kb) · 6762301.jpg(65Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:06 | შეტყობინება # 5
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

სალხინოში არის წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესია/ იგი მდებარებს სოფელ სალხინოს ჩრდილოეთით ხირზენის მთის კალთაზე,სოფლიდან საკმაოდ მაღლა.წაჩხურუს ეკლესიას ,,მოსკე წაჩხურას,, უწოდებენ.მოსკე მეგრული სიტყვაა და ნიშნავს შვილს, ძეს. ეს ნიშნავდა ვაჟების შეძენას, მიცემას. ეს სახელწოდება უძველესია.

გადმოცემით აქ ესვენა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შვილიერებას შესთხოვდა ხალხა.სხვადასხვა კუთხიდან უშვილონი ადიოდნენ ეკლესიის ეზოში და დაჩოქილნი ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, ღამით ხატს უწვებოდნენ, თანაც ოქროსა და ვერცხლს მიართმევდნენ.ტრადიციიის
მიხედვით უშვილო ქყვილებს ტაძარში უმდა ამოეტანათ პატარა აკვნები, რომელსაც იქ ტოვებდნენ და პირობას დებდნენ მთავარანგელოზის წინაშე, რომ ხშირად მოვიდოდნენ შესაწირავით.წაჩხურუს ეკლესია აგებულია XVIII საუკუნეში და ეს ეკლესია იმ ციხე-სიმაგრის ნანგრევებზეა, რომელიც მანამდე აქ იყო.
წაჩხურუს ეკლესია არასოდეს დაკეტილა. აქ საქართველოს ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ მომლოცველები.

მიმაგრება: 7311405.jpg(52Kb) · 8523790.jpg(79Kb) · 6888062.jpg(44Kb) · 4118988.jpg(77Kb)
 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2014ჰოსტერი uCoz