ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:46
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » სამეგრელოს რაიონები
სამეგრელოს რაიონები
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 17:09 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
აბაშა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.

ბუნება
აბაშა მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.

გეოგრაფია
აბაშა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემდეგ არის ცალკე რაიონი და მდებარეობს ამჟამინდელ საზღვრებში: ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.

მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა - 4,9 ცელსიუსი, ივლისის - 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.

ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია.

ძირითადი ლანდშაფტებია:

ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით.
ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა
აბაშის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ქალაქის საკრებულო — 1: აბაშის;
თემის საკრებულო — 13: გეზათის, ზანათის, კეთილარის, მარნის, ნაესაკოვოს, ნორიოს, ონტოფოს, პირველი მაისის, სამიქაოს, სუჯუნის, ტყვირის, ქოლობნის, წყემის;
სოფლის საკრებულო — 2: სეფიეთის, ძველი აბაშის.

ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. რაიონში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

რელიგია
რაიონში არსებული ეკლესია–მონასტრები:

სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი - სოფ. სუჯუნა
ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია - სოფ. მარანი
წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - პირველი მაისი
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფ. ტყვირი
წმ. გიორგის სახელობის ტაძარი - სოფ. გულეიკარი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. გეზათი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფ. სამიქაო
ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია - სოფ. მაიდანი
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - ქ. აბაშა, კვათანის უბანი
სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია - სოფ. სეფიეთი
მაცხოვრისკარის ეკლესია - სოფ. განათლებისკარი

კულტურა
რაიონში არის:

სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 32
კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა – 1
ბიბლიოთეკა – 19
თეატრი – 1
მუზეუმი – 1
აბაშის რაიონიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:

დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია)
კონსტანტინე გამსახურდია
იასონ გაბილაია
ნესტორ გაბილაია
კონსტანტინე კაპანელი
ჯაჯუ ჯორჯიკია
ზვიად გამსახურდია
ცნობილი მედიკოსები:

ანა კუცია-ჩოჩია
ალექსანდრე ჩოჩია
ქართული კულტურის მეცენატები:

აკაკი ხოშტარია
ნესტორ კუცია
ტრიფონ თოფურია

ღირსშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლები:

სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
კადარის ეკლესია
გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მუზეუმები

მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

მიმაგრება: 5016370.jpg (74.9 Kb) · 8471581.jpg (77.2 Kb) · 4978397.jpg (59.0 Kb) · 4830350.jpg (91.1 Kb) · 7949237.jpg (103.2 Kb) · 3502768.jpg (72.0 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 17:25 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ხობი
გეოგრაფიული ცნობები:

ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით _ სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით _ ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით _ შავი ზღვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2_470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +140ჩ-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით _ უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით (ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები).

ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ) დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე ფოთის საზღვაო პორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და საავტომობილო გზა.

ხობის რაიონი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი.
გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).
ხობი მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი.
სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძვ. წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძვ.წ VI საუკუნით.
სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებრვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს.
ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

ხობის მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა

ფართობი - 676 კმ2
კლიმატი - ზომიერი
ქალაქი - 1
სოფელი - 20
მანძილი თბილისამდე - 285 კმ
მანძილი ზუგდიდამდე - 30 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 35 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური - 3კმ
უახლოესი აეროპორტი-სენაკი - 15 კმ
ქალაქის მოსახლეობა - 6100
სოფლის მოსახლეობა - 35 760
მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) - 41 749 კაცი
მათ შორის:
ქალი - 21 065
კაცი - 20 684
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:
1)ქართველი - 99,3 %
2)რუსი - 0,5 %
3) აფხაზი - 0,1 %
წყლის ძირითადი არტერიები:
1). ჭაბურღილები
2). მიწისქვეშა წყლები
მუზეუმები:
1) ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
2) ალიო მირცხულავას სახელობის სახლ-მუზეუმი, პირველი ხორგა.

მიმაგრება: 7360642.jpg (137.7 Kb) · 7479691.jpg (112.3 Kb) · 6637393.jpg (134.9 Kb) · 0346503.jpg (76.1 Kb) · 8409228.jpg (115.3 Kb) · 1282642.jpg (120.5 Kb) · 5244084.jpg (8.4 Kb) · 7132545.jpg (18.5 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 17:45 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მარტვილი

მარტვილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა “ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.


მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს.

ფართობი - 880,6 კმ2
კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული
ქალაქი - 1
სოფელი - 20
მანძილი თბილისამდე - 279 კმ
მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ
ქალაქის მოსახლეობა - 6696
სოფლის მოსახლეობა - 40637
მოსახლეობა - 47333 კაცი
მათ შორის:
ქალი - 24915
კაცი - 22418

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:
1) ქართველი - 99,5 %
2) რუსი - 0,3 %
3) აფხაზები - 0,1%
4) სხვა დანარჩენი - 0,1 %
წყლის ძირითადი არტერიები:
1). მდ. აბაშა, მდ. ინჩხია, მდ. ტეხურა
2). მიწისქვეშა წყლები, არტეზიული ჭები
მარტვილში არის 40 საჯარო და 1 კერძო სკოლა

მუზეუმები:

გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქ. მარტვილი
სოფლის მეურნეობა:
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცხვლეობა და მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37613 ჰექტარს, მათ შორის 11254 ჰა სახნავი მიწებია, 12137 ჰა საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.
საავტომობილო გზების სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა: 124.6კმ
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა: 248კმ

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი „ლებარდე“ . იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი. ინფრასტრუქტურა მოსაწყობი.

მიმაგრება: 0962079.jpg (161.8 Kb) · 5513443.jpg (77.1 Kb) · 7043471.jpg (84.9 Kb) · 1205709.jpg (87.8 Kb) · 6905237.jpg (82.2 Kb) · 0904041.jpg (12.3 Kb) · 8193526.jpg (5.4 Kb) · 4856053.jpg (45.8 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 18:22 | შეტყობინება # 4
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
სენაკი

სენაკი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული. უჭირავს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრი, რელიეფში გამოკვეთილია გეოლოგიური აგებულებისა და წარსულის როგორც ტექტონიკური პროცესების, ისე მდინარეული ეროზიის მოქმედების კვალი.
ძირითადი მორფოლოგიური ერთეულებია: დაბლობები, მაღლობები, მთები და ხეობები.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.

ძველი კოლხეთის ცივილიზაცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ტეხურის აუზი, სადაც მდებარეობდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია - ციხე-გოჯი და მერმინდელი სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი მოიკავებდა კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთსა და ეგრისის ქედს.
სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი - ოდიშის სამთავროში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე - ქუთაისის გუბერნიაში.
სენაკი, რომელსაც 1921 წელს ეწოდა ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მნიშვნელობის ზრდას. მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი -ახალსენაკი. 1921 წლიდან, გასაბჭოების შემდეგ, სენაკი მაზრის ცენტრია, რომელიც აერთიანებს აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებს. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა მიხა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - სენაკი.

ფართობი - 520,7კვ.კმ
კლიმატი - სუბტროპიკული ზონა
ქალაქი - 1
სოფელი - 14
მანძილი თბილისამდე - 270 კმ
მანძილი ზუგდიდამდე - 45 კმ
უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი - 35კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ.სენაკი
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი - 42კმ
ქალაქის მოსახლეობა - 27 217
სოფლის მოსახლეობა - 21 137
მოსახლეობა(დევნილთა ჩათვლით) – 48 854
მათ შორის:
ქალი - 27 191
კაცი - 21 663
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1)ქართველი - 98 %
2)რუსი - 0,6%
3)ასირიელი - 0,2%
4) სხვა - 0,2%
წყლის ძირითადი არტერიები:
1) არტეზიული ჭები
მუზეუმები:
1) ჟ.შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
2)ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი
3)არნ. ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმი
4)თ. დავითაიას სახელობის სახლ-მუზეუმი

სენაკში არის 22 საჯარო და 9 კერძო სკოლა

სოფლის მეურნეობა:
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია.
მათ შორის:
სახნავი - 10953 ჰა (49%)
საძოვარი - 7 025 ჰა (32%)
სათიბი - 20 ჰა (0,1%)
მრავალწლიანი ნარგავები - 3 907 ჰა (17%)
ნასვენი - 349 ჰა (1,5%)

საავტომობილო გზების სიგრძე:
1)სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 75,2 კმ
2)ადგილობრივი მნიშვნელობის გზა - 273 კმ
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
მტკნარი წყლების ჭაბურღილები ნოსირის, ახალსოფლის, მენჯისა და ლეძაძამეს თემებში
თერმული წყლების ჭაბურღილები მენჯის და ნოქალაქევის თემებში
კირქვის საბადო ეკის მთაზე
ქვიშის კარიერი მდინარე რიონზე
ხრეშის კარიერი მდინარე ტეხურზე
საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
კურორტი ,, მენჯი’’
ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტი ,, ნოქალაქევი’’
არქეოლოგიური კომპლექსი ციხე - გოჯი ,, არქეოპოლისი’’
სოფელ ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი
შხეფის ციხე
სპელეოტურიზმის გასავითარებლად კასტრული მღვიმეები მდებარეობს ეკის მთებში - უნაგირას მთაზე, მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში
რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით სენაკში, ქუთაისის ქუჩაზე, რაიონული ცენტრიდან 3,5 კმ - ის დაშორებით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. აღნიშნული ტაძარი განსაკუთრებით საინტერესოა პილიგრიმებისათვის, ვინაიდან აქ ინახება უდიდესი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თითი, აგრეთვე მენჯის მთავარანგელოზთა სავანე, სადაც დაკრძალულია წმინდა ბერი ალექსი შუშანია.

მიმაგრება: 2906333.jpg (108.9 Kb) · 9349967.jpg (108.5 Kb) · 6006330.jpg (48.6 Kb) · 1901568.jpg (133.0 Kb) · 2311310.jpg (65.0 Kb) · 7544204.jpg (63.2 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 18:34 | შეტყობინება # 5
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ქალაქი ფოთი

ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს.
ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის პორტის მოდერნიზება არის არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისათვის უაღრესად პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი.
$IMAGE7$
ფოთის ნავსადგურის ტერიტორია 29,7 ჰა-ს მოიცავს. მას აქვს 15 ნავმისადგომი, რომელთაგან 10 აღჭურვილია ამწეებით. ნავსადგურის შესასვლელი არხის სიგრძეა 10,5 მეტრი, ხოლო ნავმისადგომებთან უმცირესი სიღრმე 8,5 მეტრს შეადგენს. სწორედ ფოთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ევროკავშირმა წამოიწყო დიდმასშტაბიანი ღონისძიება TRACECA"-ს პროგრამა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ სავაჭრო კავშირების განვითარება აზიიდან ევროპისაკენ, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით.

XX საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქმა სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-განმანათლებელი დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები.
ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოთის კოლხეთის კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მრავალი სხვა დაწესებულება.
ქალაქში მოქმედებს ფოთისა და ხობის ეპარქია.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ფოთი

ტერიტორია - 65.8 კმ3
მანძილი ფოთიდან - თბილისამდე - 330 კმ.
მანძილი ფოთიდან - ზუგდიდამდე - 60 კმ
უახლოესი პორტი - ქალაქ ფოთის პორტი
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქ ფოთის რკინიგზის სადგური
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარის აეროპორტი - 75 კმ.
ქალაქის მოსახლეობა 45.775
მოსახლეობა სულ - 45.775
მათ შორის:
ქალი - 23 605
კაცი - 22 170
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1). ქართველი - 94 %
2). აფხაზი - 0,05 %
3) ოსი - 0.13 %
4) სომეხი - 0.41 %
5) რუსი - 4.0 %
6) აზერბაიჯანელი - 0.09 %
7) ბერძენი - 0.11%
8) უკრაინელი - 0.56 %
9) იეზიდი - 0.004 %
10) სხვა - 0.44 %

წყლის ძირითადი არტერიები:
მარტვილი - ფოთის მაგისტრალი

მუზეუმები:
კოლხური კულტურის მუზეუმი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
1. ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
2. ნიკო ნიკოლაძის კოშკი
3. წმ.ნიკოლოზის სახ.ტაძარი(ნახუტურის ეკლესია)
4. ფოთის შუქურა
5. №2 საბავშვო ბიბლიოთეკა
6. №1 საჯარო სკოლა (ყოფილი ქალთა გიმნაზია)
7. №2 საჯარო სკოლა (ვაჟთა გიმნაზია)
8. კოლხური კულტურის მუზეუმი
9. ქალთა კონსულტაციის შენობა
10. სტომატოლოგიური კლინიკა

საავტომობილო გზების სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 43კმ
ადგილობრივი მნიშვნელობის - 124 კმ

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
კოლხეთის ეროვნული პარკი

2005 წელს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ქალაქ ფოთის დროშა და გერბი, რომლის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.

მიმაგრება: 3825695.jpg (42.4 Kb) · 6054657.jpg (17.9 Kb) · 9429110.jpg (155.7 Kb) · 0483103.jpg (32.3 Kb) · 1037744.jpg (80.8 Kb) · 3301831.jpg (100.4 Kb)
 
ბუბუთარიღი: კვირა, 13.09.2009, 14:34 | შეტყობინება # 6
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ზუგდიდი

ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.

კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს.

ეკონომიკა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოხუმი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ანაკლია) გზები. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები (ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.). საყურადღებოა ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეულობით, აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ხეივანი.

ბუნება
რაიონს უჭირავს ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 683 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.

მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 168 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 246 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 58 სოფელი. დიდი სოფლებია: ინგირი (5,8 ათასი), კახათი (5,9 ათასი) და რუხი (5,2 ათასი).

ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

1 ქალაქი — ზუგდიდი;
17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტი, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხასკარი;
12 სოფელი — 12: ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, გრიგოლიში, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
კულტურა
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი), 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლებია:

დადიანთა სასახლე ზუგდიდში
კორცხელის ციხე,
ცაიშის ეკლესია,
ანაკლიის ციხე
რუხის ციხე.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

მიმაგრება: 1687783.png (14.2 Kb) · 1375819.jpg (171.1 Kb) · 7138476.jpg (21.7 Kb) · 1332886.jpg (133.5 Kb) · 1525950.jpg (87.5 Kb)
 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » სამეგრელოს რაიონები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz