ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:47
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 18:54 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით, საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში - კოლხეთის დაბლობზე. ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების - ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.
ეროვნული პარკის სახმელეთო ნაწილის ფართობი 28571 ჰა არის, ხოლო ზღვის აკვატორიისა - 15742 ჰა.

მიმაგრება: 9486587.jpg (24.4 Kb) · 7844695.jpg (24.4 Kb) · 3151301.jpg (18.8 Kb) · 1917562.jpg (11.1 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 19:03 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კოლხეთის დაბლობი უპირველეს ყოვლისა, ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებები. მზით გამთბარ ქვიშიან დიუნებზე, კოლხეთის სხვა ტერიტორიებისგან მკვეთრად განსხვავებული მცენარეთა ჯგუფები ხარობს; რძიანა, ლურჯი ნარი, გლერტა, ზღვისპირა დედა ფუტკარი, ძეძვი, ქაცვი- ყველა ეს ერთმანეთისგან განსხვავებული მცენარე ვიწრო სანაპირო ზოლში დაუმაგრებელ და ნახევრადდამაგრებულ ქვიშებზე იზრდება. დიუნებზე გავრცელებული ორი სახეობა ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი კი გადაშენების პირას მისულ მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი.

დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ტბებისა და ტორფნარების გასწვრივ, აგრეთვე, ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში, გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა; თეთრი და ყვითელი დუმფარა და წყლის კაკალი. ხოლო ტორფიან ჭაობებში ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა და იმერული ისლი გვხვდება. თორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში და ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ აღმოცენებულ რელიქტურ კოლხურ ტყეებში დაახლოებით 9-10 მეტრის სიმაღლის კოლხურჰირკანული მურყანი დომინირებს. შამწუხაროდ, დღეს მის კორომებს იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი. Aქაურობის მასობრივ გაჩეხვამდე მურყანის ხეები ამ ტყის მხოლოდ მეორე იარუსი იყო, ხოლო პირველ იარუსს 25-30 მეტრის სიმაღლე წიფელყ, ნეკერჩხალი, იფანი და რცხილა ქმნიდნენ. და მაინც, თუკი კოლხეთის ჭაობის მდინარე ფიჩორზე ან ჭურიაზე ნავით მოგზაურობთ, ის ტყის მასივიც კი, რაც დღემდე შემორჩა, სუროებით, ლიანებით და ეკალღიჯით, თავისი ქვეტყით გაუვალ კედლად აღმართული ბზის ბუჩქნარით, იელით,შქერით, თაგვისამარათი, ბაძგითა და ძმერხლით სამხრეთამერიკული გაუვალი ჯუნგლების ასოციაციას გიქმნით.

გზად დანახული აქაური ველური ბინადრები კი ამ ასოციაციას უფრო ამძაფრებენ და უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ქმნიან მზეს ეფიცხებიან წყლიდან ამოშვერილ ხის მორებზე მოკალათებული ჭაობის კუები და წყლის ანკარა გველები, წყლის პატარა ქათამურები წყალზე ფრთების დგაფუნით იმალებიან ლელიანში, ხიდან ხეზე გადაფრინდებიან დამფრთხალი მტაცებლები და ყანჩები, თქვენს კატერს კი წინ თითქოს თამაშ-თამაშით ფრთების მისთვის დამახასიათებელი მოქნევით, გამოცდილი მეთევზე პატარა და სწორი, გასაოცრად ლურჯი ალკუნი მიუძღვის.

კოლხეთის ეროვნული პარკის ბინადარ ცოცხალ არსებათაგან ადამიანი ყველაზე ადვილად სწორედ ფრინველებს ხედავს. მათი ნახვა ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება და რადგან კოლხეთის დაბლობზე გადამფრენ ფრინველთა ევრაზიააფრიკის სამიგრაციო მარშრუტი გადის, პარკში არა მხოლოდ მობუდარ, არამედ შორეულ მოგზაურობაში დაძრულ ფრინველთა უზარმაზარ გუნდებსაც შეხვდებით. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხვა სიმაღლესა და სხვადასხვა სისწრაფით ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, თეთრკუდა, ველისა და ბექობის არწივები სამხრეთისკენ მიუყვებიან ზღვის ნაპირს. მდინარეების ზღვასთან შესართავებში შეიძლება გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობაც ნახოთ. ამ მტაცებელს განუმეორებელი, თითქოს ტეხილი ფრთების ფორმით იცნიბთ. შაკი, მდინარეებში და ხანაც პირდაპირ ზღვაში, წინ გაშლილი კლანჭებით ესხმის თევზს და თუ გაუმართლებს, სასიკვდილო მარწუხებში მოქცეულ ბრტყელშუბლასთან ან კეფალთან ერთად ჰაერში მძიმედ იწევა. მეორე და უფრო მსხვილ თევზზე მონადირის თეთრკუდა არწივისთვის (თეთრკუდა ფსოვი) კოლხეთი მშობლიურ ადგილს წარმოადგენს, აქაური ჭაობის ტყეებში ამ იშვიათი ფრინველის საბუდარია. ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და სხვა უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი სწრაფი მექვიშიები დარბიან. მათ უკუნ კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები და თევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატებისა და გედების გუნდები მიფრინავენ. ზამთრის უამინდო დღეებში, როდესაც სანაპირო ქვიშის დიუნებში ქარი ღმუის, ზღვის თავზე მოქუფრული ცას ჰორიზონტის მთელს სიგრძეზე გაჭიმული ჩვამების უზარმაზარი გუნდები ეპატრონებიან. ნაპირიდან მოშორებით შავი ზღვის თითქოს ჩაბნელებულ ტალღებზეც ეს შავი ფრინველები ათასობით სხედან. ნაპირთან უფრო ახლოს კი, წყალზე შედარებით მომცრო ტანის, თითქოს ტალღენისგან ჩასაყლაპად განწირული კოკონები ირწევიან
მიმაგრება: 9247822.jpg (111.4 Kb) · 9135845.jpg (122.5 Kb) · 7860839.jpg (48.2 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 19:05 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კოლხეთის ტბები საკმაოდ მდიდარია წყლისა და ჭაობის მობუდარი ფრინველით, ზამთრისპირსა და ზამთარში კი მათი რაოდენობა საოცრად იზრდება. ტყე და ბყჩქნარი ჟანგისფერი ტყის ქათმებით, ჭაობები კი მათი ნათესავი ჭოვილოებითა და გრძელ კაუჭნისკარტა კრონშნეპებით ივსება. ჭყლის სარკისებური ზედაპირი მელოტებით, სხვადასხვა სახეობის იხვებითა და კოკონებითაა გადაწვირთული. შავი მელიტები კოკონების ნაპირის სიახლოვრს სხედან, უფრო მოშორებით კი ჩვეულებრივი და ყვინთია იხვები, ქოჩორები, მომცრო ტანის იხვინჯები და ლამაზი შეფერილობის, შედარებით მსხვილი წითელი იხვები ცურავენ. წყლის ფრთოსანთა სიუხვეში უფრო დიდი ზომის მეკალოე და თეთრშუბლა ბატებს შორიდანვე დამოარჩევეთ. კოლხეთში მათზე გაცილებით დიდი და იშვიათი ფრინველები სისინა და მყივანი გედი, ხუჭუჭა ვარხვი და მცირე არწივიც იზამთრებს.

კოლხეთის დაბლობზე ქარცი ყანჩის, თეთრი და შავი ყარყატების ხილვაც შეიძლება. კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს საბინადროდ სულ 194 სახეობის ფრინველი იყენებს და ძალიან სანწუხაროა, რომ ამ მრავალ სახეობაში უკვე ძნელად თუ შეხვდებით ხოხობს ულამაზეს ფრთოსანს, რომლის არსებობაც ძველმა მსოფლიომ ოდესღაც კოლხეთში ჩამოსული ბერძენი ზღვაოსნებისაგან შეიტყო, ხოხობის ლათინური დასახელება არქაული ქართული ტოპონიმებისაგან ფაზისი და კოლხეთისგან შედგება. დღეს კი თავად კოლხეთის ტყეებსა და გაუვალ ბარდებში კოლხურ ხოხობს-საქართველოს ფაუნის სიამაყესა და მშვენებას უკვე იშვიათად თუ შეხვდებით. ეს მძიმე დანაკლისი წლების განმავლობაში დაუსჯელად წარმოებული ბრაკონიერებისა და ამ ფრინველის ადგილსამყოფელის განადგურების შედეგია.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებს ყველაზე უკეთ ტურა და გარეული ღორი ეგუებიან. ბრაკონიერობის შედეგად ღორის პოპულაცია საკმაოდ არის შემცირებული, მაგრამ აღდგენადია. თურების ღამეულ კივილსა და გადაძახილს კი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველგან გაიგონებთ. იშვიათად, მადრამ მაინც შესაძლებელია მელიის ნახვა. პარკის ტერიტორიაზე ცხოვრობს შველიც. თევზით მდიდარ კოლხეთში ნამდვილად ბინადრობს წავი, მაგრამ მისი პოპულაცია კარგად შესწავლილი არ არის და, შესაბამისად არც ამ ცხოველის რაოდენობაზე არსებობს ზუსტი ინფორმაცია.
კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს: ვასაკა, ტბორის ბაყაყი და ორი სახეობის ჩვეულებრივი და მცირე აზიური ტრიტონი. ქვეწარმავლებიდან აქ გავრცელებულია წყლის ნკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.
კოლხეთის ეროვნულ პარკს, რომელიც ზღვის აკვატორიასაც მოიცავს, მრავალფეროვანი იქთიოფაუნა აქვს. აქ მობინადრე ხრტილოვანი და ძვლოვანი თევზების 88 სახეობიდან 44 შავი ზღვის მობიბადრეა, 21 მტკნარი წყლის, ხოლო 24 სახეობის თევზი გამსვლელია. ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია ატლანტური ზუთხი და სვია, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა.
პარკის აკვატორიებში ბინადრობენ ისეთი თევზებიც, რომლებიც როგორც მტკნარ, ასევე მლაშე წყალში არსებობას არიან შეგუებულნი. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა ყოველ გაზაფხულზე შავი ზღვიდან ეროვნული პარკის მტკნარ წყალსატევებსა და მდინარეებში შედის, ლამიან ფსკერზე ნაპოვნი წყალმცენარეებითა და პაწაწინა ორგანიზმებით იკვებება და ქვირითობისთვის ისევ შავ ზღვას უბრუნდება. ამ თევზის ახალგაზრდა ინდივიდები ხშირად მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ.
შავ ზღვაში სამი სახეობის დელფინი აფალინა, ზღვის ღორი და თეთრგვერდა დელფინი ბინადრობს. შავი ზღვის მეტად თავისებურ გარემოს დაბალ მარილიანობასა და გოგირდწყალბადის მაღალ კონცენტრაციას ეს ძუძუმწოვრები კარგად არიან შეგუებულნი, მადრამ ბრაკონიერობამ, ზღვის დაბინძურებამ და სხვა პოპულაციებიდან შევსების შეუძლებლობამ შავი ზღვის დელფინები გადაშენების საფრთხის ქვეშ დააყენა. ამ სახეობების რიცხოვნობის კრიტიკულ ზღვარამდე შემცირების შემთხვევაში, მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

სწორედ დელფინთა და ზღვის ფაუნის სხვა წარმომადგენელთა დასაცავად და მათი პოპულაციის უკეთ შესასწავლად, ეროვნული პარკის ტერიტორიამ მოსი მიმდებარე ზღვის აკვატორიაც მოიცვა და იშვიათ სახეობათა გადარჩენის იმედიც გაჩნდა. კოლხეთის რელიქტურ ტყეებთან, ტორფის ჭაობებთან და მტკნარი წყლის წყალსატევებთან ერთად, დღეს ზღვის ეს მცირე ნაწილიც კარგადაა დაცული და სახელმწიფოს ზრუნვის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენს.
მიმაგრება: 9364255.jpg (74.7 Kb) · 0766301.jpg (92.6 Kb) · 8082594.jpg (82.1 Kb)
 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » კოლხეთის ეროვნული პარკი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz