ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:39
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » მეგრული ენა
მეგრული ენა
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 19:28 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
The Kartvelian Language

The Kartvelian language family comprises the Georgian, Megrelian, Laz and Svan languages. They are spread throughout a large territory to the south of the Transcaucasian mountain range.

The fact that these languages are related was first noticed by 1. Guldenstedt in the 18th century and later proven by G. Rozen, M. Brosset, F. Bopp and others during the 1850's.

The common Kartvelian root-language disappeared more than 5 thousand years ago. The area of its dissemination is considered to be the territory of contemporary Georgia and parts of Turkey. It has been proven that the common Kartvelian root-language was related to common Semitic and common Indo-European root languages.

The Svan language is considered to have branched off from the common Kartvelian root-language earlier than the others, approximately 5 thousand years ago. After that, the unity of the Georgian and Zan languages dissolved a thousand years later, giving rise to the Georgian and Zan languages. The Zan language then split into Megrelian and Laz about 2 thousand years ago, although they have remained closely related since, and many linguists consider them to be dialects of the same language.

Georgian is the official language of the Republic of Georgia and is the only written language of the Kartvelian family. The oldest Georgian written works date back to the 4th century AD and all evidence strongly indicates that the written Georgian language existed here even before Georgia adopted Christianity as the official religion. Christianity served as a powerful incentive for the development of Georgian culture and literature in particular. This process was furthered by the existence of a written language with century-old traditions.

The Georgian language has several dialects. They are: Khevsurian, Mokhevian, Pshavian, Mtiulian, Tushian, Kartlian, Kakhetian, Meskhian, Javakhian, Ajarian, Imeretian, Gurulian, Rachian, and Lechkhumian. In addition, there are the Ingiloian dialect in the regions of Kakhi and Aliabad (Azerbaijan), and the Phereidanian dialect on the territory of Persia in the province of Ispbahan. There are also the Tao dialects and the recently identified Imerkhevian dialect in Turkey. Megrelian is spoken in western Georgia, in the northern part of Kolkhetian depression. It is further divided into two dialects: Senakian and Zugdid-Samurzokanoyan.

Laz is spoken along the narrow strip between the Black Sea and the mountains, from Sarpi (on the south-west boundary of the Republic of Georgia) up to Kemera (in Turkey). There are three dialects of Laz: Atmian, Vitso-Arkabian and Khopian.

Svan is spoken in the north-west of Georgia. The four dialects of the Svan language are Lower-Balian, Upper Balian, Lashkhian and Lenteldlian.

Investigation of the history and structure ofKartvelian languages has a long-term history. The Georgian scholars George and Ekvtime Mtatsmidelis, Eprem Mtsire, Joan Petritz, Arseny lkaltoely and others wrote substantial information about the structure and nature of the Georgian language in the 11 th and 12th centuries. The most important collection of Georgian grammatical material was gathered by S. S. Orbeliani (1658-1725), a prominent educator and scholar, whose comprehensive dictionary of the Georgian language is still regarded as the most authoritative. The first scientific grammar book was written by Anton I (1720-1781).

ln-depth research of the Georgian and Kartvelian languages began in the 19th century. Georgian and foreign linguists who have contributed to this research include M. Brosset, F. Bopp, N. Marr, A. Shanidze, G. Akhvlediani, G. Kipshidze, H. Schuckhardt, G. Deeters, H. Vogt, K. Dondua, V. Topuria, A. Chikobava, G. TsereteH, G. Machavariani, T. Gudava,T. Gamkrelidze, K. H. Schmidt, G. Klimov, G. Dumezil, H. Fahnrich, 1. lmnaishvili, F. Neisser, V. Boeder, and others.

The Kartvelian languages are also taught outside of Georgia in Germany, France, Norway, Sweden, England, the USA, the Czech Republic, Slovakia, Poland, Japan and Italy.

Zurab Sarjveladze

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 19:32 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის - ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი - სვანურთან

ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 700.000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს (460.000 ადამიანი), მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40.000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100.000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ.50.000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს.

მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “ყაზახიშ’ გაზეთი”, “კომუნა”, “სამარგალოშ’ ჩაი”, “სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი ”ირიათონი”, ხოლო 2006 წელს გაზეთი ”მაფშალია”, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.

ენის ისტორია
მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.

ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი "მეგრული ეტიუდები".

გრამატიკა

ბრუნება
მეგრულ ენაში არის 7 ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. მეშვიდე ბრუნვა - წოდებითი, ზოგ შემთხვევაში არც კი განიხილება როგორც ბრუნვა, ამიტომ ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მეგრულში 6 ბრუნვაა. მეგრული ბრუნვების ნიშნებია:

სახელობითი - არ აქვს ნიშანი - კოჩ
მოთხრობითი -ქ - კოჩქ
მიცემითი -ს - კოჩს
ნათესაობითი -შ, -იშ - კოჩიშ
მოქმედებითი -ით, -თ - კოჩით
ვითარებითი -ო, - კოჩო
წოდებითი - როგორც სახელობითი.

დიალექტური დიფერენციაცია
მეგრულის მთავარი დიალექტებია:

1.ზუგდიდი-სამურზაყანოს ან ჩრდილო-დასავლეთის დიალექტი
2.ზუგდიდი, ჯვარი, გალი, ოჩამჩირე
3.სენაკის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის დიალექტი
4.სენაკი, ჩხოროწყუ
5.მარტვილი-ბანძა
6.აბაშა

მეგრული ენის გავრცელების არეალი

მიმაგრება: 5388762.png (232.9 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 19:37 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მეგრული ენა-მარგალური ნინა
მოლაპარაკეთა რაოდენობა - 700.000 ადამიანი
გავრცელებულია საქართველოში
ლინგვისტური კლასიფიკაცია - კავკასიური ენები: ქართველური ენები - მეგრული ენა
დამწერლობის სისტემა იყენებს ქართული დამწერლობას
ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია
 
საფხათარიღი: ხუთშაბათი, 17.09.2009, 13:39 | შეტყობინება # 4
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სტატიის ავტორი ჩემთვის უცნობია, მაგრამ სტატია ძალიან საინტერესოა

აქ იმ აზრს, თუ რა სტატუსი უნდა ჰქონდეს მეგრულს სამეგრელოში და, საერთოდ, საქართველოში პრაქტიკულად ღიად დავტოვებ. ამ საკითხზე ერთი ფრაზით ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ საქართველოში სახელმწოფო სტატუსი უნდა მიეცეს სამ ენას : ქართულს, მეგრულსა და სვანურს (ალბათ, ასევე აფხაზურად წოდებულ აფსუა ენას). აქედან მხოლოდ ქართულს უნდა ჰქონდეს საქმეთწარმოებისა და საეკლესიო ენის სტატუსი.
პროფ. კორნელი დანელიამ, როგორც რედაქტორმა თავისი სიტყვა დაურთო პირველ მეგრულ-ქართულ ლექსიკონს, რომელიც შეადგინა და 1997 წელს გამოსცა მარტვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ. ამ სიტყვაში ვკითხულობთ : {მეგრულის შესახებ არსებულ მეტნაკლებად ღირებულ ცნობებს ვაწყდებით : ევლია Gელების, არქანჯელო ლამბერტის, იოჰან გიულდენშტედტის, იულიუს კლაპროთის, გეორგ როზენის, ჰრაGია აჭარიანისა თუ გრიგილ ღაფანციანცის შრომებში. მეგრულისა და ჭანურის შესწავლა ისე პრესტიჟული გახადეს ალექსანდრე ცაგარელმა, ნიკო მარმა, იოსებ ყიფშიძემ, არნოლდ Gიქობავამ, ვარლამ თოფურიამ, სერგი ჟღენტმა, ტოგო გუდავამ და სხვებმა, რომ ამ დისციპლინის დაწინაურება დაუბრკოლებლად უნდა წარმართულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამიტომაა, რომ პროფ. ი. ყიფშიძის მიერ 1914 წელს პეტერბურგში გამოცემულ {მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკაზე} დართული მეგრული ლექსიკონი (რუსული განმარტებებით) დღემდე ერთადერთია ამ უბანზე} .
როდის გაGნდა აზრი იმის შესახეზ, რომ მეგრული ენა არის ქართულის დიალექტი ? ეს აზრი თანდათან, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ Gამოყალიბდა. ჰეროიკულ პერიოდში, როდესაც არ იყო ლექსიკური ნიუანსების მრავალფეროვნება, როდესაც არსებობდა სიტყვათა (განსაკუთრებით, ზმნების, უღლებიანი ფორმების, ზმნისწინების, აფიქსების^) დეფიციტი ენებში, როდესაც თანატომელთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კომუნიკაცია იყო ბევრად უფრო ძნელი, ზოგჯერ გაუგებარიც (დღევანდელთან შედარებით), მეგრულს არ უწოდებდნენ დიალექტს. არ უწოდებდნენ, რადგან ნიუანსებისა და ზმნისწინების მხრივ ზანური (მეგრულ-ლაზური) მაშინ, ჰომეროსის ეპოქამდე, იყო ყველაზე უფრო განვითარებული ენა, ასე ვთქვათ, პირველი ან ერთ-ერთი პირველი კულტურული ენა მაშინდელი მსოფლიოს მასშტაბით (ქვემოთ Gვენ ვნახავთ, რომ ძველი მსოფლიოს უძველესი გეოგრაფიული ნომენკლატურა კოლხურია). მას შემდეგ, რაც ქართველური დედაქალაქი ფაზისიდან ქიტე//კუტაიაში (ქუთაისში), შემდგომ კი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა, თბილისი) გადავიდა, სახელმწიფო და რელიგიური ზანური ენა შეიცვალა ახალი სალიტერატურო ენით, ქართულით, რომელშიც შესულიყო სხვადასხვა ბარბარიზმები. ზანურში უცხოური სიტყვები ნაკლებად იყო. ბარბარიზმები კი ამდიდრებენ ნებისმერ მსესხებელ ენას, აძლევენ მას მოქნილობას. მაშასადამე, იყო ისეთი დრო, როდესაც ქართველური ენებიდან ყველაზე უფრო გაქნილ თუ მოქნილ ენად ითვლებოდა ქართული. ის ქართული, რომელსაც ლეონტი მროველი რამდენიმე მეზობელი ენიდან წარმომდგარ, ნარევ ენად მიიGნევს. აქ უცხო სიტყვების ქართულის მიერ სესხება უნდა ვიგულისხმოთ უფრო. შემდეგ თავად ზანურმა დაიწყო ამ ახალი ქართული ტერმინ-ბარბარიზმების სესხება და სწორედ ამ დროიდან შეიქმნა აზრი, რომ მეგრული და ლაზური არის ქართულის დიოალექტი. მაშასადამე, კოლხთა (ლაზთა) დიდების Gასვენების შემდეგ, მეგრული ენა გაიყინა, რადგან ის უკვე არ იყო სახელმწიფო ენა და მასზე არ იქმნებოდა ლიტერატურული ძეგლები (მინიშნება კვირბებზე). ქართული კი ყოველმხრივ განვიარდა, რადგან შეიქმნა ახალი ქართველური სახელმწიფო, რომლის ცენტრმა აღმოსავლეთისაკენ გადაინაცვლა. აქ, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსახლეობაც მეტ-ნაკლებად სპარსიზებული იყო. ამიტომ, მათთვის ნაკლებად გასაგები ზანური ენა (და სვანურიც) ქართულის დიალექტად უმტკივნეულოდ, ხალისით გამოცხადდა.

დამატებულია (17.09.2009, 13:15)
---------------------------------------------
გაგრძელება
ეხლა კიდევ იმის შესახებ, თუ რა ბედი იწვნია, მაგალითად, მეგრულმა ყოველდღიურმა გამოცემამ {ყაზახიში გაზეთი} ({გლეხის გაზეთი}). ეს საკითხი 1992 წელს დაამუშავა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ლინგვისტური დეპარტამენტის თანამშრომელმა იოაკიმ ენუალმა (ჟოაკიმ Eნწალლ). ის {სიმართლისაგან შორს მყოფს} (თჰის ის, ჰოწევერ, ფარ ფრომ ტრუე) უწოდებს ზვიად გამსახურდიას აზრს, რომლის მიხედვითაც, მეგრული არის ისეთივე უბრალო დიალექტი ქართულისა, როგორც სვაბური დიალექტია (შწაბიან დიალეცტ) სტანდარტული გერმანულისა . სტოკჰოლმელი ლინგვისტი წერს : {^ როცა ვლაპარაკობ მეგრულზე, როგორც ცალკე ენაზე და არა როგორც ქართულის დიალექტზე (რაც Gემთვის აბსურდული კლასიფიკაციაა), ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე მეგრელებს განვიხილავ, როგორც ხალხს, რომელსაც ადვილად შეუძლია გამოეყოს ქართველ ხალხს. მე არა ვარ ანთროპოლოგი, არც ეთნოლოგი და, ამდენად, არ მსურს ამ საკითხებში ღრმად შეჭრა}. იმოწმებს ზვიად გამსახურდიას და ამბობს, რომ ცარიზმის მიერ მეგრული დამწერლობის შემოღება, ალბათ, მართლაც იყო {დაყავი და იბატონეს} პოლიტიკის გამოვლინება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამ ქართველი მეცნიერის {მიდგომა Gემეულისაგან ძალიან განსხვავებულიაო}. ზვიად გამსახურდიას თავისი მამის ისაკ ჟვანიასთან დაპირისპირება აქვს მხედველობაში. ჟვანიას სურდა მეგრელი გლეხობის გადაბირება ანუ რევოლუციის ქვემოდან დაწყება : მეგრელი გლეხობა ქართულად ან საერთოდ არ ან კარგად ვერ საუბრობდა, განსხვავებით მეგრელი თავადაზნაურობისაგან, რომელიც ფლობდა ქართულს. ამიტომ, არაა სწორი აზრი, რომ ჟვანიას სურდა მეგრელთა ბნელი მასების (გლეხობის) გამოყენება სამეგრელოს ავტონომიის საკითხში. სწორედ ამიტომ გააკეთა მან აქცენტი მეგრულის დიალექტებზე, აღნიშნა, რომ სენაკურზე უფრო დახვეწილია ზუგდიდურ-სამურზაყანოული დიალექტი და სწორედ ეს დაუდო საფუძვლად {ყაზახიში გაზეთს}, რომელი გამოიცემოდა მისი რედაქტორობით 1930-1935 წლებში. კონსტანტინე გამსახურდია წერდა : {მე წელს ზაფხულში შემოვიარე საქართველო, ვნახე ჟვანია, ვესაუბრე მას და უნდა მოგახსენოთ, რომ აღმშენებლობის თვალსაზრისით, ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ, რაც შეეხება მეგრულ ენას, აქ შეცდომებია დაშვებული. ამხ. ჟვანიას მოქმედება {ყაზახიში გაზეთის} ირგვლივ პირდაპირ კურიოზებამდე მიდის. ის შეგნებულად გვერდს უვლის ქართულ ენას, მას უნდა ქართული ენის საზღვარი ხობი გახადოს. მე ჯვარში გახლდით, იქიდან Gამოვიარე და არ შემხვედრია არც ერთი მეგრელი, რომელსაც Gემი ქართული არ გაეგოს} . როგორც ვხედავთ, დიდი ქართველი მწერალი აღიარებს, რომ მეგრელ გლეხებს მისი ქართული მხოლოდღა ესმოდათ, მაგრამ გამართული ქართულით ვერ ესაუბრებოდნენ მას. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მაშინ და დღესაც მეგრელ გლეხებს არა ჰქონდათ და არა აქვთ საშუალება, პროფესიული პირობები, დრო, რათა ერთდროულად ისწავლონ ორი ენა (ამას ზედ დამატებული მესამე ანუ რუსული). თავის მხრივ, ვერ მოვიწონებთ ილია ჭავჭავაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს, რომლებიც ცდილობდნენ მეგრული ენის ფენომენის მიფუGეGებას, მისი მხოლოდღა ქართულით შეცვლას სამეგრელოში. ამ კუთხით, ვეთანხმები ისაკ ჟვანიას, რომელიც, თუმცა დიდი გადაჭარბებითა და ემოციებით, საუბრობს ქართულ ფაშიზმზე, ცდილობს გადაარGინოს მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი საგანძური : მეგრული ენა ! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მეგრული ენის დიალექტად შემრაცხველნი არიან ვანდალები, ბარბაროსები, ამ სიტყვების დამანგრეველი გაგებით. თუკი საქართველოს ერთიანობის იდეის კაბაში გამოწყობილი რომელიმე ოპონენტი არ დამეთანხმება ზემოთ აღნიშნულში, მაშინ შევთავაზებ ასეთ სადოქტორო თემას : {ილია ჭავჭავაძე და კონსტანტინე გამსახურდია მეგრული ენის გადარGენის შესახებ}. აბსოლუტურად ვერავინ დაწერს არათუ დისერტაციას, არამედ ერთ სტრიქონსაც კი ამ თემაზე : ის ბუნებაში არ არსებობს ! დიახ, ამ ბატონებს და ბევრ სხვასაც ერთხელაც არ დაუძრავთ სიტყვა სავალალო მდგომარეობაში არსებული მეგრული ენის შესახებ. სამაგიეროდ, ბევრს ხმაურობდნენ - და სამართლიანადაც - თურქეთში ლაზური ენის გადაშენების საკითხზე. გამოდის, რომ თურქულმა არ უნდა Gაყლაპოს ლაზური (და ეს სწორია), სამაგიეროდ, ქართულმა უნდა Gაყლაპოსო მეგრული. თუკი Gვენს მთავრობას, ასევე ქართველ ინტელიგენციას ერთი თეთრიც არ დაუდია მეგრული და სვანური ენების შესწავლის, აღორძინების და, მეტიც, სამეგრელოსა და სვანეთში, კიდევ მეტი, თბილისშიც კი, არამეგრელებსა და არასვანებში, მათი გავრცელების საქმეში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისაკ ჟვანიას გულისტკივილი სწორი, დემოკრატიული იყო, მისი ოპოენეტებისა კი არა და პოპულისტური, დამყარებული საქართველოს ერთიანობის არასწორ გაგებაზე. იმ მთავრობას, იმ ინტელიგენციას რა ვუთხარი, რომელიც თავისი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის უმშვენიერეს, უძველეს ენას დიალექტად ნათლავს, მეგრელთა {მრუდე} ლაპარაკს კაჭკაჭთ ჟღურტულს ადარებს (მაშინ, როცა ბერძნებმა სამეგრელო-ოდიში მარგ-ალიტსა და ბულბულ // იადონს შეადარეს) და, ბოდიში და, ფეხებზე იკიდებს, ამ ენის ბედის საკითხს, მეტიც უპირისპირდება მას, სპობს ამ ენაზე სასკოლო სწავლებას, ლიტერატურის გამოცემას, ატერორებს იმ მეგრელს, რომელიც ამ საკითხზე ხმას ამოიღებს.

დამატებულია (17.09.2009, 13:20)
---------------------------------------------
გაგრძელება
ყოველივე ეს მოდად იქცა, ამაში პოლიტიზირებული ლინგვისტებიც კი Gაერთვნენ (ტარიელ ფუტკარაძის გუნდი) და საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად ქართული სამღვდლოებაც არ თვლის მეგრულს ენად, აცხადებს მას ქართულის დიალექტად მაშინ, როცა სინამდვილეში საქმე პირიქითაა : ქართულია ზანურის დიალექტი, ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო ენის რანგში აყვანილი. ლადო ჭანია ისაკი ჟვანიას კონსტანტინე გამსახურდიასეულ ზემოთ მოტანილ შეფასებაზე წერს : {მწერალმა ამხილა სეპარატისტთა უმწეო ქმედება და მათი საქმიანობა შერაცხა, როგორც ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვა} . საინტერესოა, ბატონი ლადო ჭანია რატომ არ ამახვილებს, თავის შესანიშნავ წიგნში, ყურადღებას იმ საკითხზე, რასაც ეწოდება მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უნიკალური საგანძურის, მეგრული ენის ბედის უპატივცემლობა, ამ ენის უპატრონოდ მიგდება კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ? ! იგივეს სGადიოდა ზვიად გამსახურდია, იგივეს აკეთებს დღეს ბატონი ლადოც და, როგორც ვხედავთ, ამას აკეთებენ თავად მეგრელებიც, საქართველოს ერთიანობის დროშას ამოფარებულნი. ნუთუ ეს ერთიანობა ვერ თავსდება ძლიერ მეგრულ და სვანურ ენებთან ? ნუთუ ეს ქართველური ენები ერთმანეთისთვის დამღუპველები არიან ? ნუთუ ქართული იარსებებს მეგრულ-სვანურის გარეშე და პირიქით ? ნუთუ შეიძლება მათი დანაწევრება, ამათგან ერთის ისე ძლიერად გამოყოფა, რომ დანარGენები დაიღოპოს ? ნუთუ არ შეიძლება ქართულის ისე გამოყოფა, რომ მეგრული და სვანურიც არსებობდეს რაღაც გარკვეულ დონეზე, თუნდაც მხოლოდღა სასკოლო და საგაზეთო დონეზე ? სადაა აქ საშიშროება ? როდის შემდეგ გახდა მეგრული და სვანური აღა მახმად ხანი ან შაჰ აბასი ? ! აი, ეს აგვიხსნან, Gვენ საქართველოს ერთიანობის ვითომ მტრებს, საქართველოს ვითომ დამშლელებს ! ნუთუ ამათ მართლა ჰგონიათ, რომ მათი მეგრული ან სამეგრელოში არსებული მეგრული ენა საკმარის დონეზე არსებობს, რომ ამ ენას არ ემუქრება გაქრობა, თუკი მდგომარეობა არ შეიცვალა იმ კუთხით, რა კუთხითაც - აბა, ქართველებო, გამაგრდით სავარძლებზე და მოიმარჯვეთ ვალერიანკის წვეთები - უდგებოდა საკითხს ისაკ ჟვანია ? დიახ, დღეს მოდაშია ისაკ ჟვანიას კრიტიკა, ლანძღვა, მაგრამ მე არ მივყვები მოდას, არ მინდა, რომ მომავალმა თაობებმა Gემს წიგნებს შეხედონ ისეთივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობის თვალებით, როგორი თვალებითაც Gვენ ვუყურებთ დღეს საქართველოს ისტორიის მოძველებულ სახელმძღვანელოებს. ისინი იწერებოდნენ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და ემსახურებოდნენ ვიწრო ქრონოლოგიურ-პოლიტიკურ ინტერესებს. Gემი წიგნი, მერწმუნეთ, ქრონოლოგიური თვალსაზრისით უფრო ფართო დიაპაზონს მოიცავს და ამიტომაც ვაცხადებ და ვწერ კიდეც აქ, რომ დადგება დრო, როდესაც ზუგდიდში დაიდგმება ისაკ ჟვანიას ძეგლი, ხოლო ილია ჭავჭავაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და მისთანა შებოჭილი ეროვნული მხედველობის ერის თავკაცებს კროტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდებათ თავს.

დამატებულია (17.09.2009, 13:34)
---------------------------------------------
ისაკ ჟვანია სასტიკად თავს ესხმოდა {ქართველ ნაციონალისტებსა} და {რეაქციონრებს} : ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, თედო ჟორდანიას, სხვა {ბურჟუაზიულ-შოვინისტ პროფესორებს}, მათთან მიტმასნილ სამეგრელოს ეპისკოპოსს ბესარიონ დადიანს. ის წერდა : {ეს ქართველი ფაშისტები : კოწია გამსახურდია, თედო ჟორდანია, თ. სახიკია და სხვანი შეიკრიბნენ ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში, ცკ-ს მიერ რაიმე დასგენილების გამოტანამდე, და ეს შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს. თბილისის მოქალაქეების წინაშე ცხადდება პოლიტიკური და მორალური ტერორი იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავენ ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ} . შემდეგ დასძენს : {ზემოთ Gამოთვლილი ფაშისტები იქამდე მივიდნენ, რომ მშრომელი მეგრელები, რომელთაც მოისურვეს მშობლიურ ენაზე სკოლა, გაზეთი, სასამართლო და საქმის წარმოება სოფლის საბჭოებში, გამოაცხადეს რეაქციონრებად და პარტიის წევრი გლეხები, რომელნიც ემხრობოდნენ ამ საკითხს, გაარიცხვინეს პარტიიდან} . გამოდის, რომ ისაკ ჟვანიასა და კოწია გამსახურდიას, ორივეს სამეგრელო ძალიან უყვარდათ, ოღონდ სხვადასხვანაირად. თუ ვინ იყო აქ გულწრფელი, ეს გამოGნდება მომავალში, მას შემდეგ, რაც გადაწყდება საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის საკითხი და შეიქმნება ერთიანი ძლიერი საქართველო, ის საქართველო, რომელსაც არ ექნება შიშის დიდრონი თვალები, ის საქართველო, რომელიც ნებას დართავს მეგრულ ენაზე სწავლებას სკოლებში, მეგრული გაზეთების გამოცემას და ასე შემდეგ. ამიტომ ვერ დავეთანხმებით გულწრფელობაში კ. გამსახურდიას შემდეგ სიტყვებს : {წინასწარ უნდა განვაცხადო, თუმცა კომუნისტი არა ვარ, მაგრამ არც საბჭოთა საქართველო და არც სამეგრელო ჟვანიებსა და კუციებზე ნაკლებად არ მიყვარს} .
ისაკ ჟვანია ნამდვილ მეგრელებად მიიGნევდა არა თბილისში მოკალათებულ, როგორც თავად აღნიშნავდა, {შავრაზმელ მეგრელ ინტელიგენციას}, რომელიც ძირითადად არ საუბრობდა მეგრულად და არ იცნობდა მეგრულ საკითხსო, არამედ სამეგრელოს გლეხობას, რომელსაც ელის ასიმილაცია ქართველებში, ენის დაკარგვაო. ის წერდა : {სამეგრელოს საკითხი ეს გლეხთა საკითხია. გლეხი მეგრელები, ისევე, როგორც სხვები - აფხაზები, ოსები, ლეკები და სხვანი პატარა ეთნოგრაფიული ეროვნებანი გამოირGევიან თავისი ყოფით და ენობრივი თვისებებით. ამიტომ მეგრელ გლეხებს ისევე თბილად უნდა მოვექცეთ, როგორც პატარა სხვა ხალხებს} . ზვიად გამსახურდია ირონიულად შენიშნავს : {ჟვანიას ლოგიკით, თურმე, ზუგდიდში მიწის დამმუშავებელი გლეხი მეგრელია, ხოლო მედუქნე, რომელიც დახლთან დგას ან ოფიციანტი, რომელიც რესტორანში მსახურობს, აღარ არის მეგრელი} . ზვიად გამსახურდიას ირონია აქ უმართებულოა, რადგან სეპაარტისტი ისაკ ჟვანია აკონკრეტებდა : {რატომ არ არსებობს მეგრელი ნაცია, სამეგრელოს ხომ ყველა ის თვისება გააGნია, რისგანაც იქმნება ნაცია : 1. კულტურის და ყოფის ერთობა, 2. ტერიტორია, 3. ეკონომიური ერთიანობა, 4. ენა და ა. შ} . Gვენი აზრით, აქაა ორი უკიდურესობა. სიმართლე ისაკ ჟვანიასა და ზვიად გამსახურდიას შეხედულებათა შორის არის გაGხერილი და ესაა სამეგრელოს ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში !

დამატებულია (17.09.2009, 13:35)
---------------------------------------------
ჭეშმარიტად, შიშს დიდრონი თვალები აქვს და ქართველ ნაციონალებში ასეთი თვალები ყოველთვის და ყველგან მტრის ხელს ხედავდა და ხედავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ცარისტულ და საბჭოთა პერიოდში რუსმა მოხელეებმა დაიწყეს მეგრელთა ქართველთაგან განცალკევება. საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული {დაყავი და იბატონეს} პრინციპის საშიშროებას Gვენც ვიზიარებთ, ოღონდ, ზოგ შემთხვევაში, ეს პრინციპი არ იდგა პირველ პლანზე. ზოგჯერ ის წარმოადგენდა ამა თუ იმ არაანტიქართულ საჭიროებას მოსახლეობის დეტალურად აღწერის დარგში ან კიდევ უბრალო ეთნოგრაფიული შესწავლის მცდელობას. მაგალითად, სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856 წ.) შემდგომ, იმპერიამ ერთ რუსულ დოკუმენტში Gააბეჭდვინა მეგრულენოვანი ტექსტი (სათაურით გენიჯელი კანონი სამარგალოშოთ) ბატონყმობის გაუქმების შესახებ . არც კომუნისტური პარტიის მანიფესტის ჯანიერ როგავასეული მეგრული თარგმანი უნდა იყოს ქართველთა დაყოფის მიზნით შესრულებული. აქ იყო სურვილი მეგრელი გლეხები კარგად გარკვეულიყვნენ ამ ნაშრომის არსში. {ვეფხისტყაოსნის} კაკა ჟვანიასეული თარგმანის 1996 წლის გამოცემაში Gანს, ასე ვთქვათ, უფრო თარგმანომანიური მოდა, ვიდრე {დაყავი და იბატონეს} პრინციპი. აი, {ვეფხისტყაოსნის} შანავასეული მეგრული თარგმანის 1991 წლის სოხუმური გამოცემა, რომელიც დააფინანსა აფსუა სეპარატისტების ბელადმა არძინბამ, კი ისახავს შემდეგ მიზანს : სამურზაყანოს და მთელი სამეგრელოს მოსახლეობის Gამოშორება საქართველოსაგან . რუსული სინოდის მიერ 1895 წელს მიღებული გადაწყვეტილება ბიბლიის მეგრულ ენაზე თარგმნის შესახებ ასევე თავიდან ბოლომდე იყო {დაყავი და იბატონეს} პრინციპზე აგებული. ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ თავად მეგრელი მღვდლები, რომელთა თქმით, მეგრული იყო საოჯახო ენა, ხოლო მეგრული სალოცავი ტექსტები სასაცილოდ ჟღერდა. Eგჰფდკტყბტ ღფდრფპცრჯუჯ Eხტ,ყჯუჯ ჟრჰეუფ ამავე პრინციპით ქმნის მეგრულ ანბანს (Vბყუჰტკმცრფზ ფპ,ერფ)- მაგრამ ქართულმა ინტელიგენციამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით Gაშალა ეს წამოწყება. მეგრული დამწერლობის შემოღება სურდათ მთელს სამეგრელოში, ცხენისწყლამდე. სწორედ ამ მდინარემდე ავრცელებს სამეგრელოს ალექსანდრე ცაგარელი თავის ნაშრომში , ი. ყიფშიძე კი აცხადებს, რომ აღმოსავლეთიდან ქართულმა შეავიწროვა მეგრული, მეგრულმა კი, თავის მხრივ, აფხაზურიო . სინამდვილეში, მეგრული (მეგრულ-ლაზური) იქნა შევიწროვებული ოთხივე მხრიდან. დასავლეთიდან აფსუა ენამ შეავიწროვა ის და არა პირიქით.

დამატებულია (17.09.2009, 13:36)
---------------------------------------------
როგორც ითქვა, სამეგრელოს კომუნისტების (ისაკი ჟვანია , მამანტი კვირტია და სხვ.) ძალისხმევით, საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, კერძოდ, 1925 წელს, ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა განიხილა საკითხი, ხოლო იმავე წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომამ (ესწრებოდნენ : კახიანი, ოკუჯავა, ელიავა, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე) გამოიტანა დადგენილება სამეგრელოს სკოლებსა და სასამართლოებში მეგრული ენის შემოღების, ასევე მეგრული გაზეთის გამოცემის შესაძლებლობის შესახებ. 1928 წელს მოსკოვიდან Gამოვიდა ცკ ინსტრუქტორი პშენიცინი, რომელმაც შემოიარა სამეგრელოს სოფლები და დაასკვნა : {მეგრელ გლეხებს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ ენაზე} . 1929 წლის 25 მარტს ცკ მდივანმა კახიანმა მიიღო ახალი დადგენილება მეგრული პრივილეგიების აღსადგენად სკოლაში, სასამართლო საქმის წარმოების, გამოძიების საქმეში. მაშასადამე, 1930 წელს გამოიცა კიდეც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო - პირველი მეგრული გაზეთი - სახელწოდებით {ყაზახიში გაზეთი} ({გლეხის გაზეთი}, მეგრულად). თავიდან გამოდიოდა ერთხელ ხუთ დღეში, 16.000 ტირაჟით, მაგრამ 1932 წლის 10 მარტის შემდეგ ის გახდა ყოველდიური. 1933 წელს დაიბეჭდა 15.000-17.000 ეკზემპლიარი. სათაურიდან Gანს, რომ გაზეთი განკუთვნილი იყო ქართულის უცოდინარი მეგრელი გლეხებისათვის, რომლებსაც ეძლეოდათ საშუალება გასცნობოდნენ საკუთარ სოციალურ მდგომარეობას. ამ გაზეთში ვინმე მოჯგირე-მ ({მოკეთე}) გამოაქვეყნა მეგრული სტატია {ნამთინი მაალეფიში ოთოყუჯეთ} ({ზოგიერთი ამხანაგების საყურადღებოდ}), სადაც ის წერს : {მეგრულ ენაზე გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებით საზოგადო აზრი გაიყო ორ ნაწილად : ერთნი შეხვდნენ მას მტრულად, მეორენი კი - კმაყოფილებით. გაზეთი მტრულად მიიღო განსაკუთრებით სამღვდლოებამ, თავადაზნაურობამ, კულაკობამ და ინტელიგენციამ. ისინი მიუთითებენ, რომ მეგრული არაა ენა და თუკი ის ენაა, მაშინ კახური, იმერული და გურულიც ენებია. მაგრამ მეგრული არის ენა და ეს დამტკიცებულია მეცნიერების მიერ (მარრი, ცაგარელი, ყიფშიძე და სხვ.). ამ ენაზე საუბრობს მეგრელი ხალხის მხოლოდ ერთი ნაწილი - გლეხობა. ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. მეგრელი გლეხები საუბრობენ და ცხოვრობენ ამ ენით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ Gვენ არ უნდა ვისწავლოთ კულტურის სხვა ენები. დღეს მხოლოდ ერთი ენის ცოდნა არასაკმარისია. რამდენადაც მეგრელმა გლეხმა არ იცის მასზე უკეთესი სხვა ენა, მან უნდა იხმაროს მეგრული} . ხუთი დღის შემდეგ მანდვე დაიბეჭდა შემდეგი სიტყვები : {მართალია, პარტიამ და სახელმწიფომ გადაწყვიტეს, რომ მეგრული შეიძლება გამოყენებულ იქნეს გლეხებთან ურთიერთობაში, მაგრამ საუბედუროდ, ზოგიერთი ადამიანისათვის ეს გადაწყვეტილება არსებობს მხოლოდ ქაღალდზე} . მოგვიანებით იგივე საკითხი წამოჭრა კიდევ ერთმა მეგრელმა ფსევდონიმით {მუშა}. სტატიაში {მუჭო ახორციელენა თავრობაში დანადგინას მარგალური ნინაშენი ნამთინე სოფელეფი} ({როგორ ახორციელებენ ზოგიერთი სოფლები მთავრობის დადგენილებას მეგრული ენის ხმარების შესახებ}), ის წერს : {ზოგიერთმა სოფელმა არ შეასრულა სახელმწიფო დადგენილება. მაგალითად, გალის რაიონის სოფელ ოტობაიასა და ზუგდიდში მათ (ხელისუფლებამ, - ბ. გ.) გლეხებისაგან მოითხოვეს ოფიციალური დოკუმენტები ქართულ ენაზე და არ მიიღეს მეგრულ ენაზე დაწერილი საბუთები} . სკოლის მასწავლებელი ნიკოლოზ ბუკია წერდა სტატიაში {პირველი დაჭყაფური გურაფაში ნინაშენი} ({პირველი დაწყებითი სწავლების ენის შესახებ}) : {საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბოლშევიკთა) 1932 წლის 5 სექტემბრისა და 31 ოქტომბრის დადგენილებები არის სრულიად სამართლიანი და აუცილებელი.

დამატებულია (17.09.2009, 13:38)
---------------------------------------------
ამ დადგენილებების მიხედვით, ეროვნული უმცირესობების ენები შეიძლება იქნეს გამოყენებული საქმეთწარმოებასა და სასკოლო სწავლებაში. Gვენ, რასაკვირველია, არა ვართ ამისათვის მზად. სანამ (მეგრული) წიგნები დაიწერებოდეს, Gვენ უნდა ვთარგმნოთ სხვადასხვა ენებზე დაწერილი ბევრი წიგნი} . დ. ჭანტურია წერდა : {მეგრელი ბავშვი, როცა იწყებს სწავლას ქართულად, წვალობს ორი-სამი წელი : როცა მას ესაუბრებიან ან უკითხავენ ქართულად, ის თავიდან თარგმნის ფრაზებს მეგრულად და მხოლოდ შემდეგ იგებს არსს. ამიტომ ეს (მეგრულის შემოღება სკოლებში, - ბ. გ.) დიდად შეუწყობს ხელს Gვენი რეგიონის კულტურულ განვითარებას} . 1932 წელს თბილისში მეგრულ ენაზე გამოიცა 198 გვერდიანი {კოლექტიური შრომა, ანბანი სამეგრელოს სკოლებისათვის} . იმავდროულად, დღის წესრიგში დადგა ლიტერატურული მეგრული ენის შემოღების საკითხი. ის განსაკუთრებით საინტერესოდ და საზრიანად დააყენა 1931 წლის 7 სექტემბერში ილია გოგიამ სტატიაში {მარგალური ჭარილობაში დაჭყაფური-Gქიმა} ({მეგრული დამწერლობის დაწყებისათვის}) : {^ხალხის ენას აქვს მეტად საშიში პერიოდი მაშინ, როცა იქმნება დამწერლობა. ასეთ დროს ცუდად და არასწორად დაწერილი სიტყვა და ფორმა, დამახინჯებული და გრამატიკულად გაუმართლებელი ფორმა ხშირად იქცევა წესად^ დღეს დადგა დრო, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ Gვენი ენის ორთოგრაფიასა და ფონეტიკას, სტილისტიკის შექმნის საკითხს. აუცილებელია წამოვიწყოთ პატარა დებატები ამ საკითხებზე ყაზახიში გაზეთში} . მაგალითად, ზემოხსენებული ავტორი ფსევდონიმით {მოჯგირე} მიუთითებდა, რომ სპარსული წარმოშობის ქართული სიტყვა {ფანჯარა}, ასევე რუსული {აკოშკა}, რომლებიც მეტ-ნაკლებად იხმარება მეგრულში, ამოღებული და შეცვლილი უნდა იქნეს დაკარგული მეგრული სიტყვით {სასინთე} ({სასინათლე} ანუ {ფანჯარა}). გაზეთში ზოგჯერ ქვეყნდებოდა სია იმ ბარბარიზმებისა (ამხანაგი, თავმჯდომარე, Gრდილოეთი^), რომლებიც უნდა შეცვლილიყო მეგრული შესატყვისებით (მაალე, დუდმახვენჯი, ოორუე^). ამათგან, {დუდ-მახვენჯი} იყო ქართული {თავ-მჯდომარის} კალკა.
ისაკ ჟვანია სტალინსაც ეწვია სამეგრელოსთვის ავტონომიური ოლქის (და არა რესპუბლიკის !) მიცემის თხოვნით და, როგორც თავად აღნიშნავს, სტალინისაგან სიტყვიერი დასტურიც მიუღია. სტალინს უთქვამს : {რაც შეეხება სამეგრელოს ოლქს, მეგრელ გლეხებს სრული უფლება აქვთ იქონიონ თავიანთი ოლქი და ამ საკითხს მე მხარს დავუჭერ ცკ-შიო}. ზვიად გამსახურდიას აზრით, ეს სიტყვები ჟვანიას მიერაა მოგონილი. Gვენ ვფიქრობთ, რომ ცდება ზვიად გამსახურდია, რადგან ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი ისაკ ჟვანია ამდენს არ გაბედავდა და არ მოიგონებდა, არ მიაწერდა ასეთ თამამ განცხადებას სტალინს. ზვიადი თავის ვარაუდს იმით ამართლებს, რომ სტალინს ასეთი სიტყვებიც უთქვამს : {ამ ჟვანიამ გადამკიდა სამეგრელოდან გამოსული ინტელიგენცია : გამსახურდია, აბაშელი, სახოკია და სხვები.

დამატებულია (17.09.2009, 13:39)
---------------------------------------------
მათი აზრი მე უფრო სანდოდ მიმაGნია, ვიდრე ჟვანიასი, მომაშორეთ ეს კაცი} . მაგრამ თუკი კიდევ ერთხელ გადავიკითხავთ და ერთმანეთს შევადარებთ სტალინის თანხმობის ჟვანიასეულ ინტერპრეტაციასა (სტალინი დათანხმდა სამეგრელოს ავტონომიასო) და სტალინის ანტიჟვანიასეულ განცხადებას (ჟვანიას მოთხოვნის [და, ამდენად, სამეგრელოს ავტონომიაზე Gემი თანხმობის] გამო გადამეკიდა სამეგრელოს ინტელიგენციაო), ცხადი გახდება, რომ სტალინს მართლაც უთქვამს, რომ ის (მაშინ) იყო სამეგრელოს ავტონომიური ოლქის შექმნის მომხრე. და კიდევ, {ხალხთა მამა} სტალინი მყარად იჯდა საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვში და ამ {მოწყალე} და {გულკეთილ} ადამიანს სრულიად არ ადარდებდა ის საკითხი, რომ სსრკ-ში შეიქმნებოდა კიდევ ერთი ავტონომიური ოლქი. პირიქით, ის კიდევ ერთი პატარა ოლქის კიდევ ერთი მეფე ხდებოდა. ამასთან, თავად უბადლო {ინტერნაციონალისტი}, კიდევ ერთხელ ამტკიცებდა თავის ჰუმანურობას : ქართველმა კაცმა საქართველოში კიდევ ერთი {არაქართული} ავტონომია შექმნა^ მაგრამ მას შემდეგ, რაც სტალინმა საბოლოოდ არ დაიკავა ისაკ ჟვანიას მხარე, ლავრენტი ბერიას შეეშინდა და ისაკ ჟვანიასთან თავისი ურთიერთობების მიGქმალვის მიზნით, მან ის ჯერ გადააყენა ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობიდან

 
defaultNickთარიღი: ხუთშაბათი, 24.12.2009, 11:14 | შეტყობინება # 5
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს!
ბატონო მიხეილ,

როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა, შეასრულოს თავისი ვალდებულება აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მეგრული ენის, როგორც მეგრელთა თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტის განადგურებას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთ ძირითად მიზნად, როგორც გაცხადებულია წესდებაში, გახლავთ წახალისება და განვითარება, პატივისცემისა ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებების მიმართ ყველასათვის განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.
ვხელმძღვანელობ რა შემდეგი მუხლების მდგომარეობით:
1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო
შეთანხმება:
მუხლი27. იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები
არსებობენ, იმ პირებს, რომლებიც მათ მიეკუთვნებიან, არ უნდა აეკრძალოთ
უფლება ამ უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აღიარონ თავიანთი
კულტურა, რელიგია და გამოიყენონ თავიანთი ენა.
2. ეროვნულ და ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა
უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გაეროს გენერალური
ასამბლეის მიერ; 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია 47/135)
მუხლი 1
1. ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე უნდა დაიცვან უმცირესობების
არსებობა, მათი ეროვნული ან ეთნიკური, კულტურული, რელიგიური
და ენობრივი თვითმყოფადობა და შექმნან პირობები ამ
თვითმყოფადობის განვითარებისათვის.
3. ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
მუხლი 6
1. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.

4. ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ
ნაწილი I
მუხლი 1 - განსაზღვრებები
ამ ქარტიის მიზნებისათვის:
ა) "რეგიონალური ან უმცირესობათა ენები" ნიშნავს ენებს, რომლებიც:
ი. ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს
მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ
სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; და
იი. განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან);
იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების ენებს;
ბ) "ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა" ნიშნავს
გეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს იმ რაოდენობის ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების მიღება გამართლებული იყოს;

5. საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 6
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
მუხლი 38
1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

ვ ა ც ხ ა დ ე ბ
ბატონო პრეზიდენტო,
გთხოვთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე წარუდგინოთ საკანონდებლო ინიციატივა შემდეგ საკითხებზე
1. საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება.
2. საექსპერტო კომისიის შექმნა, რომელიც დაადასტურებს მეგრული ენის, როგორც დამოუკიდებელი ენის სტატუსს.
3. მეგრულ ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება და გავრცელება მეგრულ ენაზე ქარტიით გათვალისწინებული ნორმებით.
დაუშვებლად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოს მხრიდან მეგრული ენისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ზომების მიღებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება.
პატივისცემით
იური ღვინჯილია
მცხოვრები: ქ. ზუგდიდი
ტ: 899 46 79 02 E-mail margaluri@gmail.com
18.08.2009 წ.

 
ARCHILIთარიღი: სამშაბათი, 02.02.2010, 15:31 | შეტყობინება # 6
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არჩილ გამზარდია

მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შესახებ

==============================================================

სახელი - არჩილი
გვარი - გამზარდია
ეროვნება - ქართველი
დედა ენა - ქართული

ასე იყო დღემდე...
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველას ასე გვეგონა...
ბოლო პერიოდში, მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა კვლავ დაიწყო მსჯელობა და კამათი მეგრული და სვანური ენაკავების, მეტყველებების, კილოების სტატუსის შესახებ. ცხადია, მეც დავინტერესდი ამ ამბით, რადგან სახუმარო საქმედ არ მეჩვენება არც ერთი საკითხი, რაც ჩემს ეროვნულ თუ კუთხურ წარმოშობას შეეხება. მეცნიერული კვლევა-ძიებაში ჩართვა, მართალია, სოციოლინგვისტთა პრეროგატივაა, თუმცა, ნებისმიერ ჩვენგანს პროცესებში პროფესიული და მოქალაქეობრივი დაინტერესებისა და ჩართვის უფლებასაც (რაც, ვალდებულებაც კი არის) ვერავინ წაგვართმევს.
ჩემი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი იდენტიფიკაცია გახდა და მეც ამ საკითხს, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი _ პროფესიულად და როგორც ამ ქვეყნის შვილი _ მოქალაქეობრივად მივუდექი. მოვიძიე “ამბის” ატეხვის ისტორია, შესაბამის მხარეთა პოზიციები, სხვა დოკუმენტური მასალები და თავი, უნებლიედ, “ჟურნალისტ-გამომძიებლის” რანგში ამოვყავი.

---- გაგრძელება

დამატებულია (02.02.2010, 15:19)
---------------------------------------------
არჩილ გამზარდია
მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შესახებ

--- გაგრძელება

1. “იყო და არა იყო რა...”

იყო და არა იყო რა... იყო ჩვენი საქართველო, თავის კუთხეებით, კულტურით, ისტორიით, თავისი რწმენითა და თავისი ენით... ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა არაერთხელ რომ გამხდარა შინაური თუ გარეული მტრის თავდასხმის ობიექტად, ეს ისედაც ყველამ ვიცით; ციხე რომ ძირითადად შიგნიდან ტყდებოდა, ესეც ცნობილი და არაერთხელ გაგონილი ამბავია; მტრობა რომ მრავალნაირად არის შესაძლებელი, არც ამის დასკვნა იქნება ჩემი მხრიდან აღმოჩენა; აი, ჩვენი, ქართველობის საკითხი კი, გულწრფელად ვთქვა, არ მეგონა, საერთოდ თუ გახდებოდა როდესმე მსჯელობის საგანი, თუმცა... როგორც ჩანს, ასეთი რამეც ხდება ხოლმე.

საზოგადოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოღვაწე არა მხოლოდ ეროვნულ საკითხებს განიხილავს “ორიგინალურად” და შეიძლება ითქვას, მეტისმეტად უცნაურადაც, უფრო მეტიც, ასეთი ტიპის მკვლევარები კიდევ უფრო შორს მიდიან და საკითხებს მეტად “გლობალურადაც” სვამენ. მაგალითისათვის, ზოგიერთი მეცნიერი იმის გარკვევასაც კი ცდილობს, თავად დედამიწელები რომელი პლანეტის (გალაკტიკის) წარმომადგენელთა შთამომავლები შეიძლება იყვნენ.

ბოლო პერიოდში არაერთი პუბლიკაცია და დოკუმენტური ფილმია მომზადებული იმის შესახებ, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს “თეორიები” ჩვენი უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მცდელობაში, ისიც იყო განცხადებული, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს გვერდით ადამიანები კი არა უცხოპლანეტელები ცხოვრობენო. უფრო მეტიც, ამავე ვარაუდში მკვლევარ-მეცნიერები იმასაც აცხადებენ, არც იმაზე გაოცდეთ, თუ თქვენვე აღმოჩნდით უცხოპლანეტელიო.

მონაყოლი ანეკდოტი არ გეგონოთ და არც გაიკვირვოთ. დღესდღეობით, მსოფლიოშო არაერთი მილიონი იხარჯება საიმისოდ, რომ ადამიანებში გაუცხოება ფართო პროფილით გამოიწვონ. იმავე პროფილის მესვეურები, ხშირად, მცირე ქვეყნებსაც მიადგებიან ხოლმე, აფინანსებენ-რა მათში წამყვან სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს ისეთი თეორიებისა და მეცნიერული დასკვნების წარმოსადგენად, რაც ამა თუ იმ ერს, ხალხს საკუთარ თავთან, საკუთარ ხალხთან, საკუთარ ერთან გააუცხოებენ. შესაბამისი კვლევა-ძიების მიზნები რთული წარმოსადგენი არ იქნება.

აღნიშნული თეორიები ზოგჯერ ფრიად პოპულარული და აღიარებულლიც ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, გავრცელებისა და მხარდაჭერის სათანადო არეალს ისინი ჯერჯერობით ვერ აღწევს. ამდენად, მეც სანამ თავადაც საკუთარ თავზე ანტენების მოძიებას დავიწყებდე და საკუთარი წარმოშობის ინტერგალაკტიკური ვერსიები დამაფიქრებდეს, ამ ეტაპზე მის მსგავსად შექმნილ საკითხს, ეროვნულ-კუთხური წარმოშობისა და დედა ენის გარკვევას შევეცდები.

ბოლო ხანს უკვე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საბჭოური რეჟიმის შემდგომაც კი ხდება მცდელობა ქართული ეროვნული შეგნება განცალკევებულ თემობრივ-ტომობრივ შეგნებამდე დაიყვანონ. ისტორიამ, ცხადია, შემოგვინახა ის ფურცლები, როდესაც რუსული ბატონობის პერიოდში არაერთხელ შეეცადნენ ქართველი ერის დიფერენცირებას. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც რუსულმა მმართველობამ ლამის იყო და დამწერლობა “შეუქმნა” სვანებსა და მეგრელებს, შემდეგ იყო და მღვდელმსახურება კინაღამ აღავლენინეს “სვანურ და მეგრულ ენებზე” ა.შ. და ა.შ. ასეთ პოლიტიკას ჩვენში თავისი წარმომადგენლებიც ჰყავდა, თუმცამ მათი ძალისხმევის მიუხედავად, საბედნიეროდ, ლოგიკური წარუმატებელი შედეგები მოჰყვა და მცდელობები დღემდე მხოლოდ მცდელობებად დარჩა.

როგორც წესი, სტრატეგიული გეგმის თვისობრივობა ითვალისწინებს, რომ პირველადი ან ეტაპობრივი წარუმატებლობის შემთხვევაში, ყოველ გარკვეულ პერიოდში განახლებული თვისობრივი მიდგომებით ხელახალი, გეგმის ასე ვთქვათ “B” სრატეგიის შემუშავება მოხდეს. ამის შემდეგ, კვლავ გრძელდება განახლებული მცდელობები და მუშაობა შესაბამის შედეგამდე. ამგვარი გეგმების მიმართულება, ჩვეულებრივ, საზოგადოების შესაბამის ფენებსა და შესაბამისი მიმართულებით ვრცელდება.

ამ მიზნით წარმოდგენილი დარგობრივი სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა, თავადვე იწყებენ ხმაურს, რომ მათი ინტერესები მხოლოდ პროფესიულია და არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. ამის დასტურის საიმიჯო მახასიათებლის მოპოვების შემდეგ კი ისინი სწორედ რომ ახორციელებენ დაკვეთილ პოლიტიკას.

----- გაგრძელება

დამატებულია (02.02.2010, 15:20)
---------------------------------------------
ასეთი სპეციალისტები, ხშირად საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და საპატიო წრეებიდან გამოდიან, ქმნიან რა საფუძვლებს თავიანთი პროფესიული მიმართულებებით. ამ ეტაპის შემდგომ უკვე ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის განხორციელება, ისე რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული წარმომადგენლები (საზოგადოებისათვის ცნობილი პირები, მეცნიერები, მკვლევარები, დარგობრივი სპეციალისტები) გაიძახიან, ჩვენს საქმიანობას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვსო.

ხშირად ისეც ხდება, რომ თავის მოწინააღმდეგეებს სწორედ ისინი უწოდებენ პოლიტიკიდან მეცნიერებაში აღრეულებს და ა.შ. ეს მეთოდი ფრიად გავრცელებულია პროპაგანდისტურ ტექნოლოგიებში, მეთოდის მიზანია მიმბაძველებთან არევა და ის გამოიყენება დისკრედიტაციისათვის, როდესაც დამნაშავეები, გრნობენ რა ჩავარდნას, პირველები იწყებენ ყვირილს და ხალხის რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ამ მეთოდს წარმატებით იყენებენ როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებები, ასევე გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი არასახელისუფლებო ინსტიტუტები (სამეცნიერო საზოგადოების შერჩეული წარმომადგენლები, სპორტის, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გარკვეული წარმომადგენლები და ა.შ.); როგორც წესი, საზოგადოების დეზორიენტაცია მათი მეშვეობით ხდება.

ცხადია, ის მიდგომა, რომ არასახელისუფლებო საზოგადოებრივი ინსტიტუტებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეთ, უკვე დიდი ხანია მოძველდა. დღევანდელ ეპოქაში უკვე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ პოლიტიკის საგანი სწორედაც ყველაფერია, მათ შორის რელიგიაც კი, კულტურასა და მეცნიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე, რომ... შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი, თუ კი იტყვის, რომელიმე დარგზე, რას ამბობთ, ბატონო ჩემო, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ჩვენ მხოლოდ წმინდად კულტურაზე თუ მეცნიერებაზე ვმსჯელობთო, არცერთი წამით არ დაიჯეროთ: თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობების ტექნოლოგებსა და პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტებს იმისთვის არ უშრომიათ ამდენი, რომ ეს შესანიშნავი საშუალებები (კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება და ა.შ.) ხელიდან გაუშვან და სხვადასხვა პოლიტიკური გავლენის რეზერვად არ გამოიყენონ.

რეალურად პოლიტიკური მიზნების საზოგადოებისათვის წმინდა სამეცნიერო მსჯელობებად გასაღებაც (ანუ გამოთქმა, მეცნიერება პოლიტიკის გარეშე, კულტურა პოლიტიკის გარეშე, სპორტი პოლიტიკის გარეშე და ა.შ.) ასევე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების ნაწილია. პროპაგანდისათვის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მანიპულაციისათვის, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ლიკვიდირება. იგულისხმება ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეტყობინების მიმართ ინტერესს აღვივებს და ამავდროულად თავისი ინტერესების შესაბამისად ტრანსფორმირებას უწევს მთავარ აზრს, ბლოკავს რა მის კრიტიკულ აღქმას.

მსგავსი სტანდარტული მოდელებისა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს ამჟამად ჩვენში მიზანმიმართული პოლიტიკა ე.წ. “ენათა და ეთნიკურ ჯგუფთა” სტატუსებთან დაკავშირებით. ხსენებული პოლიტიკა, როგორც მომგებიანი სტრატეგია, არა პირდაპირ პოლიტიკურ, არამედ სხვა საზოგადოებრივ ასპარეზზე ხდება, კერძოდ, პოლიტიკის მიზანი სამეცნიერო შეფუთვით ხორციელდება.

დამატებულია (02.02.2010, 15:23)
---------------------------------------------
2. “მშობლიური და მეორეხარისხოვანი ენების ამომცნობი კითხვარი”

“საინტერესო” შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივითა და უცხოური დაფინანსებით (მათ ვინაობას ქვემოთ შეიტყობთ), დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს რეგიონში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”.

მეცნიერთა ერთი ჯგუფის განცხადებით, მოცემულ კითხვარში ერთმანეთთან დაპირისპირებულია საერთო ქართული და ადგილობრივი კუთხური ცნობიერება და ერთ სიბრტყეზეა მოცემული სახელმწიფო, სალიტერატურო, საეკლესიო ენა _ ქართული და ქართველური კილო-კავები. მეცნიერთა ამ ნაწილის პოზიციაა, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა საერთო ქარველურ ენას და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ქართულ კილოს. შესაბამისად, ქართველთა საერთო ენასთან (დედა ენასთან) მიმართებაში, ქართველთა ყველა სხვა ზეპირი სამეტყველო ერთეული კუთხურ კილოდ განიხილება.

ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა სხვა ჯგუფი ქართველურ კილოებს ენებად განიხილავს, მათ მფლობელებს კი _ შესაბამისად ენობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობად.

სხვა მასალებს შორის, მე მოვიძიე ხსენებული “კითხვარი”, რომელიც, როგორც თავდაპირველად ვივარაუდე, ჩემთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ანკეტის სახელწოდებაა: “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. როგორც შევიტყვე, ეს “კითხვა” თურმე ნებისმიერი მეგრელისა თუ სვანისათვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ “ჭეშმარიტი” მეგრელებისა და “ჭეშმარიტი” სვანებისათვის.
“ჭეშმარიტ მეგრელობასა” თუ “ჭეშმარიტ სვანობასთან დაკავშირებით”, იგულისხმება, რომ მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, თელავში ან სადმე სხვაგან მცხოვრები მეგრელი არ არის საინტერესო გამოკითხვის ჩამტარებლებისათვის, დგება საკითხი, საერთო მეგრული კუთხურობიდან გამოიყოს კითხვარისათვის “საჭირო” (“ჭეშმარიტი”) მეგრელები. კერძოდ, კითხვარის შინაარსის მიხედვით, ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შუაგულ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები თუ იქნებიან (ოდნავ ქვემოთ იხილავთ, თუ რატომ...);

კითხვარის პირველივე ნაწილი აგებულია ამგვარად: ანკეტის შემვსების ეროვნება, მისი დედის, მამის, მეუღლის, ბებიებისა და ბაბუების ეროვნება და ა.შ. უცბად, ამ შეკითხვების ქვემოთ ასეთი შეკითხვებია: “რომელ ენაზე/ენებზე მეტყველებთ? როგორ მეტყველებთ ამ ენებზე?” და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მე ავიღებ რომელიმე ჩემი ბიძაშვილის მონაცემებს და შევეცდები დავხატო სურათი, თუ რა არის ამ და მსგავსი კითხვარების ნამდვილი მიზანი.

ცნობისათვის, საანკეტო კითხვარი ისეა შედგენილი, რომ ნაღმი ნებისმიერი პასუხის შემთხვევისათვის წინასწარვეა დამონტაჟებული, რასაც ოდნავ ქვემოთ თავადვე იხილავთ.
ენობრივ საკითხებზე, რომლებიც ასევე დეტალურად არის გამოხატული, წესით პასუხად მხოლოდ ორი ვარიანტი უნდა ჰქონდეს: მშობლიური და უცხოური, თუმცა, აქ, ბოდიში, ვარიანტებია: ქართული, მეგრული, სვანური და ა.შ.

აი, ჩემმა ბიძაშვილმა, კი, რომელიც შუაგულ სამეგრელოში ცხოვრობს (სადაც განსაკუთრებით არის კონცენტრირებული კუთხური ნიშან-თვისებები), ანკეტაში შესაძლოა აღნიშნოს, რომ თავად მეტყველებს მეგრულ “ენაზე”(!), ისევე, როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ამ “ენაზე” დაიწყო ლაპარაკი და ა.შ.
შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილის პირად “დოსიეში” უკვე ჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამეგრელოში დაიბადა, ენა მეგრულად “აიდგა”, რომელსაც მშობლები, ბებიები და ბაბუები ასევე მეგრელები ჰყავს, რომლის გარშემოც მეგრულად ლაპარაკობენ და ა.შ. მითითებული აქვს ეროვნებაში, რომ ქართველია. ანუ შეკითხვათაA შესაბამის სვეტში, ქართველობის დადასტურება მხოლოდ ერთგან ხდება(!!!), აქ კი შეკითხვა-პასუხთა ასეთმა პოლარიზაციამ შესაძლოა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისადმი არც თუ სრულ შესაბამისობაში გამოაჩინოს.

ამ “კითხვარის” სტრატეგიაც ეს არის!!! მით უმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც და ადრეც, ენა მიიჩნეოდა და მიიჩნევა ეროვნულობის მთავარ მარკერად!

დამატებულია (02.02.2010, 15:24)
---------------------------------------------
გამოგზავნილია: შაბ ოქტ 25, 2008 12:59 am წერილის სათაური:

გავაგრძელოთ... შემდეგ მოდის უკვე შეკითხვების ისეთი სისტემა, როგორიცაა, მაგალითად, რომელია თქვენთვის მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. ენა? ძნელი მისახვედრი არაა, რომ პირი, რომელიც აღნიშნავს, რომ “მეგრულ ენაზე” დაიწყო ლაპარაკი, ქართულს კითხვარის პირობების იძულებით, მხოლოდ მეორე ენად (!) წარადგენს, ესეც უკვე ხაზგასმა ქართულობის მეორეხარისხოვნობის შესახებ (აღარაფერს ვამბობ იმ მუხანათურ სტრატეგიაზე, რაც მეგრულსა და ქართულს ერთ რანგობრივ სიბრტყეში აქცევს და ამასთან, შემვსებს იძულებულს ხდის მათ შორის არჩევანი გააკეთოს, პირველი ანუ ჩემი და მეორე ანუ სხვისი).

მეტიც, აქვეა შეკითხვა, რომელსაც დიფერენცირება უფრო შორს მიჰყავს: “რა სიხშირით ხმარობთ ქართულ ენას? მეგრულ ენას?”, _ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რაც შეიძლება მიუთითოს ჩვენმა პერსონაჟმა. ამ სხვაობის კიდევ უფრო წარმოსაჩენად იქვეა შეკითხვა: “რომელ ენაზე ელაპარაკებით მეზობლებს?”, ამას უკვე მოჰყვება სტრატეგიულ დეტალურ შეკითხვათა მთელი სისტემა, თუ რა ენაზე მეტყველებთ ყველაზე კარგად, რა ენაზე ესაუბრებით მამას, დედას, მეუღლეს, შვილებს, ბებია-ბაბუებს, ან თქვენი მეუღლე, ან შვილები სკოლაში შესვლამდე რა “ენაზე” მეტყველებდა და ა.შ. და ა.შ.

მსგავსი ნაღმები ყოველთვის ფეთქდება და ასეთი ნაღმებით არის “დატენილი” მთელი ანკეტა. ერთი სიტყვით, ჩვენი პერსონაჟის მონაცემები აჩვენებს, რომ... ჩემი ბიძაშვილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამეგრელოში, რომელმაც “ენა” მეგრულად აიდგა და გარშემოც ძირითადად მეგრულად მეტყველებს, ეკლესიაში ქართულად ლოცულობს და ეროვნებით ქართველია, თან არკვევს, სურს თუ არა პრესა და ტელევიზია მეგრულადაც იხილოს და ა.შ. და ა.შ. მართალი ვთქვა, ვშიშობ კიდეც, სრული სახით რომ ვაჩვენო ამ პერსონაჟის მონაცემთა ბაზა, რა დასკვნებიც გამომივა.

თანამედროვე P.R. ტექნოლოგიებში არაერთი ტექნოლოგიაა ცნობილი ე.წ. სოციოლოგიურ და ინტერაქტიულ გამოკითხვებთან დაკავშირებით. ამგვარ გამოკითხვათა ძირითადი არსი არა იმდენად ინფორმაციის შეგროვება ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, არამედ, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.

მოცემული შემთხვევაც, თავისი პროპაგანდისტული სტრატეგიით, სწორედ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, კერძოდ, ამ კვლევის მიზანია მაქსიმალური განსხვავება გამოჩნდეს საერთო ქართულ და კუთხურ ქართულ ნაწილებს შორის, წარმოჩნდეს თანაბარ სტატუსურ სიბრტყეში “ქართული” და “მეგრული”. ხელოვნურად შექმნან აზრი, რომ ქართულობა მათთვის ხელოვნური, მეორეხარისხოვანია და ა.შ. და ა.შ. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ანკეტა ტიპური ნაღმია ქართველობისა და ქართულობის წინააღმდეგ.

დამატებულია (02.02.2010, 15:25)
---------------------------------------------
3. რომელია ჩემი მშობლიური _ დედა ენა?

“ბედის ირონიით”, მე ხელში ჩამივარდა არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2007 წელს გამოცემული წიგნი “ქართველური ენები და დიალექტები”, რომელიც შეეხება “Volkswagen-stiftung”--ის პროექტის “ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში” მასალებსა და მასზე შექმნილ პოლემიკას.
ჩემს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე “რომელია ჩემი მშობლიური-დედა ენა?”, წიგნში მოცემულია სრულიად “ნათელი” პასუხები მეცნიერთა ამ ნაწილის შეხედულებებზე დაყრდნობით. მეცნიერთა გაკვეულმა ჯგუფმა პრობლემასთან დაკავშირებით სწორედ მოცემულ კრებულში წარმოადგინა თავიანთი დამოკიდებულებები:

 პროფესორი მერაბ ჩუხუა: “... უფრო უარესი ის არის, რომ ჩვენ ძმებს, მეგრელებსა და სვანებს ვუთხრათ: ის, რაზეც შენ მეტყველებ, არ არის შენთვის მშობლიური...” (“ქართველური ენები და დიალექტები”, თბილისი 2007. გვ. 23)

ამ მიმართებამ საკუთარ იდენტიფიკაციასთან მიმართებაში ფრიად დამაფიქრა. ცხადია, რადგანაც თავად ჩემი კუთხური წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, ცხადია, “მეტყველება” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მშობლიურია ყველასთვის, კახელისთვის _ კახური მეტყველება, იმერლისათვის _ იმერული, მეგრელისათვის _ მეგრული, გურულისათვის _ გურული, სვანისათვის _ სვანური, მოხევისათვის _ მოხევური და ა.შ.
მეტყველება თავისთავად არ არის “ენობისა” თუ ეთნიკურობის დამამტკიცებელი არგუმენტი, ამას თავად მეცნიერები ადასტურებენ, თუმცა, მათივე წყალობით, ვიპოვე მათებური პასუხი თუ, რას გულისხმობენ “მშობლიური მეტყველების” არსში.

 ჭაბუკი ქირია: “ზანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური არის ქართველთა ენები: მეგრელიც, ლაზიც არის ქართველი და ამ ქართველის ენაა ზანური ენა ქართულთან ერთად, სვანი არის ქართველი და ამ ქართველის ენაა სვანური _ ქართულთან ერთად.” (აღნიშნული წიგნი, გვ.45)

მინდოდა თუ არ მინდოდა, ამ დასკვნამ ერთი უცნაური შეკითხვა გააჩინა: __ რამდენი დედა ენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? ხოლო ამ შეკითხვის შედეგად, ცხადია, დაგროვდა შეკითხვათა მთელი ჯგუფი:

__ არსებობს თუ არა ორი დედა ენა?
__ არსებობს თუ არა ორი სამშობლო?
__ არსებობს თუ არა ორი უფალი?

ბუნებრივია, შეკითხვები ფიგურალურია და მათზე პასუხები ყველამ ვიცით, მაგრამ... შემინდეთ, ბატონებო, და როდესაც მეცნიერები (რომელთა აზრიც, როგორც მეცნიერების, ყოველთვის სერიოზულად აღსაქმელია ჩემთვის და დასაფიქრებელი) გვეუბნება, რომ ჩვენ თურმე შეიძლება ორი დედა ენა გვქონდეს, მაპატიეთ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, სულ ცოტა, საშიში ხდება, არა და... ხსენებული მეცნიერები სწორედ რომ ამ თვალსაზრისის ჩანერგვას ცდილობენ ჩვენში.

კეთილი, ვთქვათ და არასწორად მივხვდი (არა და ცილისწამება სერიოზული ცოდვაა და არ მაქვს სურვილი, დავიდო), მაშინ ისევ შეკითხვებს მივმართოთ, თუ პატივცემული მეცნიერები არ ცდილობენ ჩამოაყალიბონ თეორია ქართველთა ორი დედა ენის, ორი სამშობლოს და ორი უფალის შესახებ, მაშინ... როგორღა გამოდის, რომ, ამ მეცნიერების მტკიცებით, მეგრული მეტყველება ენაა? ამ შემთხვევაში ხომ დედა ენა არა ქართული, არამედ _ მეგრული აღმოჩნდება, ხოლო, თუ მშობლიური “ენა” _ მეგრულია, ქართულს რაღა სტატუსი ენიჭება?
ამ ორმაგი სტანდარტების შეხედულებებმა (რაც, როგორც წესი, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ახასიათებთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში) ცოტა არ იყოს დამაბნია, ანდა როგორ არ დამაბნევდა, როდესაც ვიღაც ცდილობს შთამინერგოს, რომ თურმე ჩემი მშობლიური ენა ქართული არ არის. შესაბამისად, თუ ქართული მშობლიური არაა, მაშინ მე უმცირესობაში მოვხვედრილვარ, როგორც მშობლიური ენის, ასევე ეროვნული მიკუთვნებულობის მიხედვით.

ასეთ ადამიანებზე, რაც გინდა საპატიო ტიტულებითა და იმიჯით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, ძნელია მსგავს შემთხვევაში მათ მიმართ ნეგატიური ემოციები შეიკავოს ადამიანმა. საპატიო პირთა მეცნიერული ნააზრევების არ ვიცი, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, მათგან განსხვავებით, ჩემი მოკრძალებული გონებრივი რესურსების პირობებში შეუვალ ჭეშმარიტებად ვცნობ ერთ რამეს, რომ უფალიც ერთია, სამშობლოც და დედა ენაც.

ჩემი მშობლიური ენა ქართულია და მხოლოდ და მხოლოდ ქართული, ხოლო მეგრული ჩემი კუთხური მეტყველებაა, ისევე, როგორც, შესაბამისად, საქართველოს ყველა სხვა შვილისათვის თავის კუთხის მეტყველება, კილო თუ კუთხური ენაკავი.

დამატებულია (02.02.2010, 15:25)
---------------------------------------------
4. როგორ ჩნდებიან სეპარატისტები?

“მეცნიერთა მცირე ჯგუფი ვარაუდობს, რომ თუ მაგალითად, მეგრულს, სვანურს დიალექტებად გამოვაცხადებთ, კონსოლიდაცია უფრო მეტად იქნება ურყევი. ვფიქრობ, ეს არასწორი, უფრო მეტიც, საზიანო ნაბიჯია: ერთი, რომ მახინჯდება მეცნიერული ფაქტი და მეორეც, რადგან ენის სტატუსი დიალექტამდე “დაქვეითდება”, შესაბამის კუთხეთა წარმომადგენლები ამ ფაქტს შეურაცხმყოფელად და დისკრიმინაციულად აღიქვამენ. გაჩნდება უნდობლობა” (პროფესორი გუჩა კვარაცხელია, აღნიშნული წიგნი, გვ. 13);

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, პატივცემულ გუჩას აზრით, თურმე მეგრელს ესირცხვილება დედა ენად ქართული აღიაროს და კუთხური მეტყველება კილოდ!

ნათესავი მყავს ერთი, ბიძად მერგება, გვარად ზაქარაიაა. 13-14 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, ბიძა სხვადასხვა თემებზე მესაუბრებოდა ხოლმე (დევნილობის შემდგომ ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში). ერთ დღესაც, მორიგი საუბარი დამიწყო. მისი მონაყოლის მიხედვით, მთელი მხოფლიო ხომ მეგრელები იყვნენ, ესეც არ იკმარა და იმ თეორიებზე დამიწყო თხრობა, რომლის მიხედვითაც, ადამი და ევაც მეგრელები იყვნენ და სამოთხეში მეგრულად საუბრობდნენ (შემინდოს უფალმა და ამ თეორიის მიხედვით, უფალიც მეგრელი გამოდის)...

ამის გახსენების შემდეგ, ცხადია, აღარც მიკვირს ამგვარი მეცნიერული დასკვნების მნიშვნელოვნობისა. იდეა მაქვს, იქნებ დავხვეწოთ ამ მეცნიერებისა და “ბიძაჩემისეული” თეორიები და მთელი მსოფლიოსათვის ერთ მეგრულ სახელმწიფოში გაერთიანებაზე გვეფიქრა!!! ერთი კაცი იყო, დაახლოებით ასეთი მანიებით შეპყრობილი, მეორე მსოფლიო ომი რომ წამიწყო, ჰოდა... ხსენებული მეცნიერებისა და ხსენებული კაცის შეხედულებები რაღაც საეჭვოდ კი ემთხვევა ერმანეთს...

მიუხედავად პატივცემული გუჩას აბსურდული განცხადებისა, მე მაინც შევეცადე ამ საკითხზე პირადად გავსაუბრებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. 2008 წლის მარტის ბოლოს ხობსა და სენაკში ვიმყოფებოდი, რა დროსაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ქალბატონ გუჩას და სხვა წარმომადგენელთა განცხადებებისა და თვალსაზრისების შესახებ გავესაუბრე.

საბედნიეროდ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქართველი მოიქცეოდა, მეგრელმა ახალგაზრდებმაც შეურაცხმყოფელად მხოლოდ ქალბატონ გუჩასა და მის კოლეგა წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები აღიქვეს; ნებისმიერი მათგანი კატეგორიულად (ხაზგასმა) აცხადებს, რომ დედა ენა მათთვის არის ქართული, ხოლო ადგილობრივი მეტყველება დიალექტი, რომლითაც ისინიც, როგორც სხვა დანარჩენი კუთხეები მეტყველებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ლამის დანაშაულადაც ჩათვალა ამ საკითხებში ეჭვის შეტანა და ზოგადად, საკითხის დასმაც კი მეგრელების თუნდაც რაიმე სახით არასრულფასოვან ქართველებად წარმოდგენის შესახებ.

პროფესორი მერაბ ჩუხუა თავის წერილში წერს: “როგორც კი დავაფიქსირებთ, რომ სვანური არის ქართული ენის დიალექტი, ამას აუჯანყდება მთელი სამეცნიერო საზოგადოება. თავის დროზე აფხაზური ენა გამოცხადდა ქართული ენის დიალექტად” (დასახ. წიგნი, გვ. 22);

ჯერ ერთი, რამდენადაც ცნობილია, აფხაზური არავის გამოუცხადებია დიალექტად, მეორეც, ეს ფრაზა და მიდგომა ალბათ იმის მაგალითს უფრო ჰგავს, თუ როგორ ხდება უნებლიე თვითლუსტრაცია და როგორ ჩნდებიან სეპარატისტები (ცხადია, ამით სულაც არ მსურს ვინმე სეპარატისტულ მიდრეკილებებში დავადანაშაულო, მე მხოლოდ მსგავსებას ვუსვამ ხაზს); ბატონი ენათმეცნიერი, აქვე, თავადვე აყალიბებს სეპარატიზმთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებასაც: “... როდესაც იბომბებოდა დასავლეთ საქართველოს ქალაქები და სოფლები, თვით ბალტინის ჯარების სისხლიანმა ქმედებამ ვერ გამოიწვია მეგრელებში ვერანაირი სეპარატიზმი” (იქვე, გვ.23).

მართლაც, საბედნიეროდ, მეგრელებში ამგვარი სეპარატისტული სწრაფვა მხოლოდ ერთეულებში თუ შეიმჩნევა ხოლმე, რაც გამოხატულია ხან “ვეფხისტყაოსნის” ვითომდა თარგმანებში, ხან ე.წ. მეგრულ-ქართული ვითომდა ლექსიკონის წარმოდგენაში, ხანაც უცნაურ (რბილად რომ ვთქვათ) მეცნიერულ დასკვნებში, რაც, საერთო ჯამში, ორი უფალის, ორი სამშობლოსა და ორი დედა ენის შთანერგვის მცდელობებშია გამოხატული.

დამატებულია (02.02.2010, 15:26)
---------------------------------------------
5. რამდენიმე ეპიზოდი თანამედროვე სეპარატისტული გამოვლინებებიდან:

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოდის ე.წ. მეგრული გაზეთი რუსული გრაფით. გაზეთის მთავარი იდეოლოგია პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუბედუროდ, დღესაც მოიძიება ისეთ ადამიანთა (მათ შორის, თითქოსდა უმწიკვლო რეპუტაციის) ჯგუფი, რომლებიც ამ ფაქტს ამართლებენ და მისაღებად თვლიან ე.წ. “მეგრულ ენაზე” გაზეთს გამოცემას.

 “ვეფხისტყაოსნის” “თარგმნა” “მეგრულ ენაზე” ცნობილი ამბავია, სამწუხარო ის არის, რომ დღესაც მოიძიება პირები, რომლებიც ამ წიგნს ჯერ კიდევ ამართლებს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამის გამართლებას ზოგიერთი მეცნიერი კიდეც ცდილობს. “... არც ისე დიდი ხნის წინ აწ განსვენებულმა შესანიშნავმა პოეტმა უდიერად მოიხსენია “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელი, ეს რა მიჩხლართ-მოჩხლართაო?” (ჭაბუკი ქირია, დასახელებული წიგნი, გვ.46), თუმცა, იქვე დასძენს მეგრული სიამაყით “იქნებ ეცადა ვინმეს და იმერულად ეთარგმნა (“მიეჩხლართ-მოეჩხლართა”) “ვეფხისტყაოსანი”? იქნებ აჭარულად მაინც გამოვიდეს ან რაჭულად? (იქვე)

აქ უკვე კომენტარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია, კაცი რომ მშობლიური ნაწარმოების დიალექტზე თარგმნას მიესალმება, მე, პირადად, არც კი ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს; თუ ბ-ნ ჭაბუკი ქირიას “ვეფხისტყაოსანი” მშობლიურ ნაწარმოებად არ მიაჩნია და მის თარგმნას მიესალმება, ყველანაირი ირონიის გარეშე ვკითხულობ, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ქართველს? მეცნიერს?

 ბოლო ხანებში ასევე სამწუხარო (რბილად რომ ვთქვათ) მიდგომები გაჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტებში. საუბარია სოზარ სუბარის მცდარ და არასახარბიელო პოზიციაზე, რომელსაც ჰგონია, რომ ბიბლიის “თარგმნა” სვანურად, სვანურის გადარჩენის გზაა. ეს პოზიცია, სულ ცოტა და რბილად რომ ვთქვათ, მეტად სამწუხაროა.

დამატებულია (02.02.2010, 15:29)
---------------------------------------------
6. როგორ ვითარდება თანამედროვე სეპარატიზმი?!

საინტერესოა გავეცნოთ სეპარატიზმის მახასიათებელ ისეთ მნივნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკურობის სტატუსის ხელოვნურად შემოტანა. ჰოკკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემულია კრებული “არაღიარებული სახელმწიფოების: დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ისტორიული დიალოგი” (საპპორო, იაპონია, 2007);

მოცემული კრებული წარმოადგენს კვლევითი პროექტის “არაღიარებული სახელმწიფოები ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: შედარებითი და მრავალშრიანი მიდგომა” (2005-2008 წ/წ), ნაშრომებს ფინანსურად უზრუნველყოფს COE (CENTER OF EXCELLENCE) XXI საუკუნე და განიხილება, როგორც სამუშაოთა გენერალური სპონსორის პროგრამა (ორივე პროექტს აფინანსებს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო).

კრებულის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანი კონფლიქტურ მხარეთა მშვიდოებიანი თანაარსებობისათვის წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევაა, რაც, მათივე აზრით, ამ კრებულების გამოცემით გამოიხატება (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აფხაზურმა მხარემ არ ისურვა პროექტში მონაწილეობა. ეს განაპირობა სტანისლავ ლაკობას ცნობილმა შეხედულებებმა და ნაშრომებმა, რომლებიც გამოქვეყნებულია სლავური კვლევების ცენტრი

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » მეგრული ენა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz