ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:34
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » მარტვილის მონასტერი (ვიწყებთ თემების შექმნას)
მარტვილის მონასტერი
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 10:28 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ინფორმაციები მარტვილის მონასტერზე
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 10:30 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში. სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძვ. დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი გვიანდელი შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).

X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).

მიმაგრება: 3886474.jpg (110.7 Kb) · 9871115.jpg (74.2 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 10:52 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპისნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.

მარტვილის მონასტერიტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.

უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.
გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.
მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:

მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:

მარტვილის მონასტრისს წინა ასასვლელისტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10 ს.
გიორგი ჭყონდიდელი - მე-11 ს.
იოანე ჭყონდიდელი - მე-11 ს.
სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12 ს. - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
არსენ ჭყონდიდელი - მე-13 ს.
ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
რომანოზ მესვეტე - მე-19 ს.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.
მიმაგრება: 9893320.jpg (105.7 Kb) · 5449143.jpg (119.5 Kb) · 8462896.jpg (57.7 Kb) · 9766679.jpg (73.7 Kb)
 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » მარტვილის მონასტერი (ვიწყებთ თემების შექმნას)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz