ორშაბათი, 18.12.2017, 02:20
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ბიოგრაფიები
ბიოგრაფიები
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:05 | შეტყობინება # 16
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845)

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თბილისის თავადაზნაურობის მარშლის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა ეფემია გახლდათ და პოეტ გრიგოლ ორბელიანისა და ერეკლე II-ის შვილიშვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835). ნიკოლოზის მასწავლებელი იყო 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პოეტმა უსახსრობის გამო ვერ აისრულა პეტერბურგში განათლების მიღების სურვილი, ვერც სამხედრო სამსახურში გამწესებისა (კოჭლობის გამო). 1832 წ. შეთქმულების დამარცხებამ მას განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა. 1835 წლიდან უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჭევანში, ხოლო 1845 წ. - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლისა გარდაიცვალა ავთვისებიანი მალარიით. 1893 წ. განჯიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ხოლო 1938 წ. დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. პოემა „ბედი ქართლისა“, რომელშიც სამშობლოს ბედზე წუხილია გადმოცემული, 22 წლისამ დაწერა. მისი უპირველესი ოცნება ქვეყნის თავისუფლება და ეროვნული იდეალების განხორციელება იყო.

მიმაგრება: 5919223.jpg(4Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:06 | შეტყობინება # 17
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
რაფიელ ერისთავი (1824-1901)

რაფიელ ერისთავი დაიბადა ქვემო ჭალაში (ახლანდელი კასპის რაიონი), იყო კახეთს გადასახლებული არაგვის ერისთავების შტოს შთამომავალი. სწავლობდა ჯერ შუამთის მონასტრის სკოლაში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ბერი ფილადელფოს კიკნაძე - 1832 წ. შეთქმულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ორგანიზატორი, შემდეგ - გორსა და თბილისში. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში მეფის ნაცვლის კანცელარიაში, იყო ზუგდიდის მაზრის უფროსი (1857-1867).

რაფიელ ერისთავის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემატიკას. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსი „სამშობლო ხევსურისა“, რომელმაც იშვიათი პოპულარობა მოიხვეჭა. ი.გოგებაშვილთან ერთად მიჩნეულია საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად.

დაკრძალულია თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:07 | შეტყობინება # 18
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ სვირში (ზესტაფონის რაონი). 1895 წ. 15 წლისა შევიდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია დაამთავრა 1901 წ. და იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წ. დეკემბერში გერმანიაში წავიდა. იქ ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1907 წ. პარიზში გაემგზავრა, შემდეგ ისევ იურიევის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ხოლო აქედან ყაზანის უნივერსიტეტში გადავიდა. 1914 წ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საქართველოში გამოემგზავრა.

გრიგოლ რობაქიძე არის ქართული მოდერნისტული მწერლობის წინამძღოლი, კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირი. აქტიურად თანამშრომლობდა პრესაში. თეატრებში იდგმებოდა მისი პიესები. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა ისეთი მნიშნვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „გველის პერანგი“, „მალშტრემ“, „ლამარა“, „ლონდა“.

1931 წლიდან გრიგოლ რობაქიძე უცხოეთში - გერმანიაშია. იგი გაერიდა მისთვის საძულველ კომუნისტურ რეჟიმს. 1945 წ. იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად გერმანიიდან შვეიცარიაში გახიზნულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 82 წლის ასაკში 1962 წ. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

გ. რობაქიძეს უცხოეთში აქვს დაწერილი არაერთი ნაწარმოები (ბევრი მათგანი გერმანულ ენაზე): „მეგი“, „ჩაკლული სული“, „ისრაელი, როგორც საიდუმლო და ბედისწერა“, „ფრიდრიხ ნიცშე“, „ქალღმერთის ძახილი“, „გრაალის მცველნი“, „დემონი და მითოსი“. ესეები: „ვინსენტ ვან გოგი“, „ატომის გახლეჩა“, „ტექნე და მითოსი“, „თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსი“.

მიმაგრება: 5910062.jpg(3Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:08 | შეტყობინება # 19
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

კონსტანტინე გამსახურდია (1853-1975)

დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში 1893 წ. 1911 წ. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენისბერგის, ლაიპციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წ. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვებყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი...

მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), „ილიონი“, „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „გოეტეს ცხოვრების რომანი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „ვაზის ყვავილობა“, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვ.

1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

გარდაიცვალა 1975 წ. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

მიმაგრება: 2922313.jpg(6Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:09 | შეტყობინება # 20
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ტიციან ტაბიძე (1893-1937)

ტიციან ტაბიძე დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წ. შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაასებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა - „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.

ტიციან ტაბიძე დაიღუპა 1937 წ. - მსხვერპლი გახდა სისხლიანი რეპრესიებისა. მის საფლავი არ არსებობს.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:10 | შეტყობინება # 21
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კოლაუ ნადირაძე (1895-1990)

დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი გამოსცა 1920 წ. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.

გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:17 | შეტყობინება # 22
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
სიმონ ჩიქოვანი (1902-1966)

სიმონ ჩიქოვანი დაიბადა სოფელ ნაესაკოვოში (აბაშის რაიონი). 1922 წ. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსი 1919 წ. გამოაქვეყნა ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში“. 1926 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული „ფიქრები მტკვრის პირას“. იყო მეთაური ქართველ მემარცხენე-ფუტურისტთა ჯგუფისა, რომელმაც 1922 წ. გამოსცა თავისი მანიფესტი, ხოლო 1924 წ. დააარსა ჟურნალი „H2SO4“. ავტორია მრავალი ლირიკული ლექსისა, აგრეთვე პოემებისა: „სიმღერა დავით გურამიშვილზე“, „განჯის დღიური“. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურული წერილები ქართველ და უცხოელ მწერლებზე, წარსულის კლასიკურ მემკვიდრეობაზე, თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, აგრეთვე ტ.შევჩენკოს, ი.ფრანკოს და სხვათა ნაწარმოებები.

1944-51 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1954-60 წლებში ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი, მინიჭებული ჰქონდა სტალინური პრემია. დასაფლავებულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:18 | შეტყობინება # 23
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ვიქტორ გაბესკირია (1903-1964)

ვიქტორ გაბესკირია დაიბადა ფოთში. 1927 წ. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1922 წ. გაზეთ „ბახტრიონში“. რედაქტორობდა ფოთის გაზეთ „პონტოს“ და ბათუმის ჟურნალ „ისპირს“. პირველი წიგნი გამოსცა 1929 წ. დაწერილი აქვს: პოემები - „ქეთევან წამებული“, „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“, პიესები - „ლაქაშებს შორის“, „მათი ამბავი“, „უფსკრულთან“, „გურიის მთები დაუთოვია“, ლიტერატურული წერილები და ნარკვევები. თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, მიცკევიჩის ნაწარმოებები.

დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:19 | შეტყობინება # 24
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ირაკლი აბაშიძე (1909-1992)

ირაკლი აბაშიძე დაიბადა დაბა ხონში. 1931 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების - „ჩვენი თაობისა“ და „მნათობის“ - რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-44), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-67), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963 წლიდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1975 წლიდან).

50-60-იან წლებში პოეტმა იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წ. მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში, რის შედეგადაც დაწერა წიგნი „რუსთაველის ნაკვალევზე“. წიგნი აერთიანებს ციკლებს - „მწველ ინდოეთში“ და „პალესტინა, პალესტინა“. ციკლისათვის „მწველ ინდოეთში“ და წიგნისათვის „ინდოეთის გზებზე“ 1972 წ. მიენიჭა ჯ.ნერუს სახელობის პრემია, ხოლო ციკლისათვის „პალესტინა, პალესტინა“ რუსთაველის სახელობის პრემია 1966 წ.

პოეტის ლექსები იბეჭდება 1928 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1932 წ. არის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების ავტორი, მრავალი უცხოელი პოეტის ლექსთა მთარგმნელი. მისი ლექსები თარგმნილია მსფოლიოს სხვადასხვა ენებზე.

ი. აბაშიძე გარდაიცვალა 1992 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთ

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:20 | შეტყობინება # 25
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მირზა გელოვანი (1917-1944)
მირზა გელოვანი დაიბადა სოფელ ნაქალაქარში (თიანეთის რაიონი). 1935 წ. დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. 1936 წ. გადმოვიდა თბილისში. მუშაობდა პრესაში. მცირე ხანს მასწავლებლობდა. 1939 წ. გაიწვიეს სავალდებულო-სამხედრო სამსახურში.

პოეტის პირველი ლექსი „თეთრი მიწა“ 1935 წ. დაიბეჭდა რ.გვეტაძის რომანში „ლაშაური საღამოები“. მისი პირველი წიგნი დაისტამბა 1955 წ. დაწერილი აქვს პოემა „შავნაბადა“, ბალადები, მოთხრობები.

დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს საქართველოს კომკავშირისა (1973) და რუსთაველის სახელობის პრემია (1975).

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:23 | შეტყობინება # 26
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ლადო ასათიანი (1917-1943)

ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში. 1938 წ. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წ. ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.

1939 წ. ტუბერკულიოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-41 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წ. პოეტს გაუგზავნეს 10 ცალი საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ცალის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

26 წლის პოეტს თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია, ისე გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წ. გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:24 | შეტყობინება # 27
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
იოსებ ნონეშვილი (1918-1980)
იოსებ ნონეშვილი დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ „ჩვენს თაობაში“. 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაშია. მისი შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წლების მანძილზე რედაქტორობდა ჟურნალ „დილას“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“, არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გ. ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წ. მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ).

დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:26 | შეტყობინება # 28
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
შოთა ნიშნიანიძე (1929-1999)

შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისში. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960 წ. - მოსკოვის მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“. პირველი პოეტური კრებული „მე და შენ“ დაიბეჭდა 1956 წ. შემდეგ არაერთი კრებული და ერთტომეული გამოსცა. მის წიგნთაგან აღსანიშნავია: „კაფე-თესე“ (1959), „ზეთისხილის რტო“ (1961), „მზე და ჩრდილი“ (1963), „ხილვები“ (1969), „მზე შუბის ტარზე“ (1970), „ერთტომეული“ (1979) და სხვა მრავალი.

პოეტს 1975 წ. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1977 წ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია ლექსისათვის „ძახილი“. 1977 წლიდან იყო ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 1981 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. გარდაიცვალა 1999 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:35 | შეტყობინება # 29
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
მორის ფოცხიშვილი (1930-1997)

მორის ფოცხიშვილი დაიბადა თბილისში. 1954 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1979-82 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1983-87 წლებში - გამომცემლობა „ნაკადულის“ დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1950 წ. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ - 1957 წ. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: „ხმა“ (1966), „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983), „შენ სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია ნ.ოსტროვსკის, გ.ტაბიძის, ა.წერეთლის, ზვიოზდოსლავის, ო.თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).

მ. ფოცხიშვილი ნაყოფერად მუშაობდა საბავშვო ლიტერატურაში. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე, მათ შორის გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, უნგრულ, პოლონურ და სხვა ენებზე. პოეტის არაერთი ლექსი საფუძვლად დაედო ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს.

პოეტი დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.

 
საფხათარიღი: სამშაბათი, 15.09.2009, 08:51 | შეტყობინება # 30
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 3
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (* 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― † 29 მარტი, 1927, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.

განათლება

1885 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლების აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს.

სასულიერო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

1901 დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. 1908 ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 აგვისტოში ჩამოვიდა. იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი, 1921 სექტემბრიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

ამბროსი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის "უწყებებში" და ქართულ პერიოდულ პრესაში "ამბერი"-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ; საყურადღებოა მისი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში "განთიადი" და "ცხოვრება" (1915-1917). აღმოაჩინა "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე. იგი არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა. "... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან"-ო, აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში. 1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე. წ. "ჩეკა"-ს მიერ და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"

ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგიშერაცხულია წმინდანად.[font=Arial][font=Arial]

Quote
[code][/code][i]
 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ბიოგრაფიები
გვერდი 2 დან«12
ძებნა:

Copyright MyCorp © 2017ჰოსტერი uCoz